TEDxTbilisi არის ღონისძიება, სადაც უხვად შეხვდებით იდეებს და გაიზიარებთ სხვების შთაგონებას. საქართველოში საკმაოდ ბევრი იდეაა გავრცელების “ღირსი”, სწორედ ამიტომ TEDxTbilisi-ს მომხსენებლები, სპონსორები, პარტნიორები და გულშემატკივრები გასულ კვირას SOLO Lounge-ში შეიკრიბნენ. როგორც ჩანს, TEDxTbilisi-ს გუნდმა ამ წლისთვის საკმაოდ ამბიციური გეგმები დაისახა.

წლევანდელი TEDxTbilisi ორენოვან ღონისძიებებს შემოგთავაზებთ. ამასთან, შეხვედრები ჩატარდება რეგიონებშიც: TEDxAbastumani (მეცნიერთა ფორუმი), TEDxJuTa (გარემოს დაცვა), TEDxTbilisi საჯარო სამსახური (ინოვაციები საჯარო სექტორში).

თუ ჯერ კიდევ არ იცნობთ TEDxTbilisi-ის სპიკერებს, არც ახლაა გვიან, გაეცნოთ მათი გამოსვლის ვიდეოებს. თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ გაუზიაროთ TEDxTbilisi-ს თქვენი იდეები, ან თუ იცნობთ საინტერესო ადამიანებს, ვინც გსურთ იხილოთ მომხსენებლად, მათ ნომინირებას აქ შეძლებთ.
[R]














