მიკრობანკი „კრისტალის“ მხარდაჭერით, TEDxTbilisi კიდევ ერთხელ იქცა სივრცედ, სადაც იდეები რეალურ დიალოგებად გარდაიქმნა, ხოლო ცოდნისა და შთაგონების მაძიებელი ადამიანები – ერთიან ეკოსისტემად. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები არა მხოლოდ უსმენენ, არამედ საკუთარ თავში ცვლილებების დაწყების იმპულსსაც პოულობენ – პიროვნულსა თუ პროფესიულ გზაზე.
წლევანდელი თემა „პატარა ნაბიჯები“ თითქოს მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას შეგვახსენებს: დიდი შედეგები ყოველდღიური, გააზრებული ქმედებების ჯამია. სწორედ ეს ფილოსოფია ეხმიანება „კრისტალის“ გზასაც – ორგანიზაციას, რომელმაც მცირე ნაბიჯებით დაიწყო და დღეს უკვე ქართული საფინანსო სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამ განვითარებას კი სათავედ დაედო არა მხოლოდ შრომა და პროფესიონალიზმი, არამედ მუდმივი სწრაფვა ცოდნის, გამოცდილების გაზიარებისა და ცვლილებებისკენ.

კომპანიის საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მხარდაჭერა, ასევე, იმ მცირე, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიძგების შექმნა, რომლებიც ადამიანებსა და ბიზნესებს განვითარების გზაზე წინსვლაში ეხმარება. ეს ღირებულებები „კრისტალის“ კორპორაციულ კულტურას დაარსების დღიდან განსაზღვრავს და TEDxTbilisi 2026-ის მხარდაჭერაც სწორედ ამ ღირებულებების ნაწილია.
„TEDx მთელ მსოფლიოში არაერთი ადამიანისთვის იქცა სივრცედ, სადაც ხშირად აღმოაჩენენ ცოდნას, სიახლეებსა და შთაგონებას პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ცვლილებებისთვის. მოხარული ვართ, რომ წელს ეს ღონისძიება სწორედ კრისტალთან პარტნიორობით გაიმართა. მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა ხელს უწყობს იდეების გავრცელებასა და საზოგადოების გაძლიერებას, ხოლო ღონისძიებაზე გაზიარებული ისტორიები და ხედვები შესაძლოა იქცეს მოტივაციად ახალი შესაძლებლობების რეალიზებისთვის და კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ ყველაზე ამბიციურ მიზნამდე გზა სწორედ პატარა ნაბიჯებითა და ცვლილებებით იწყება”, – აღნიშნავს მიკრობანკი კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია.

TEDx დღეს უკვე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ღონისძიება. ეს არის გლობალური მოძრაობა, რომელიც იდეებს აძლევს ძალას, საზღვრებს კი მნიშვნელობას აკარგვინებს.
ამ გლობალური ქსელის ნაწილად TEDxTbilisi 2012 წლიდან ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ადგილობრივ კონტექსტში იდეების გავრცელების ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად იქცა. TED-ის ლიცენზიის ფარგლებში გამართული ღონისძიება ყოველწლიურად მასპინძლობს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ სპიკერებს და 500-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. შედეგად, TEDxTbilisi ქმნის სივრცეს, სადაც ინოვაციური იდეები და გამოცდილებები არა მხოლოდ ისმის, არამედ რეალურ გავლენად გარდაიქმნება.
#შენიშესაძლებლობებისბანკი
TEDxTbilisi 2026
#პატარანაბიჯები

მიკრობანკი „კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი „კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
[პარტნიორის კონტენტი]













