in

ირლანდიური ბრენდი Teeling Whiskey საქართველოში მასშტაბური გეგმებით დაბრუნდა

„ერთი თვალი წარსულისკენ, მეორე კი მომვალისკენ“, — ეს არის ირლანდიური ბრენდის, Teeling Whiskey-ის სლოგანი, რომელიც ამიერიდან საქართველოს ბაზარზეც გაიყიდება. ამაზე კი პრემიალური ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუტორმა, GD Alco-მ იზრუნა, რაც პარასკევს, 12 ოქტომბერს ვისკის დახურული პრეზენტაციით აღინიშნა.

პრემიალური ალკოჰოლის პრეზენტაციაზე მოწვეულმა სტუმრებმა 5 სახეობის ვისკი დააგემოვნეს — თითოეული მათგანი განსხვავებული არომატით, სიმძლავრითა და „განწყობით“ ხასიათდებოდა. ეს ბუნებრივია, რადგან გამორჩეული გემოების მისაღწევად დისტილერიაში მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს იყენებენ, დაძველების პროცესში კი უნიკალურ, კრეატიულ მეთოდებს მიმართავენ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, 2017-ში Teeling Whiskey პირველად გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე, თუმცა შეზღუდული რაოდენობითა და ნაკლებად მასშტაბური გეგმებით. როგორც ბრენდის უფროსმა კომერციულმა მენეჯერმა, დარენ ლავლიმ აღნიშნა, ახლა ჩვენი ქვეყანა გაცილებით დიდი ინტერესის ქვეშ მოექცა — უშუალოდ დარენმა პირადად ჩაატარა ტრენინგები და დეგუსტაციები, რათა ადგილობრივებისთვის თავად გაეზიარებინა Teeling Whiskey-ის ტექნოლოგიების, ბრენდის ისტორიის, დისტილაციის პროცესებისა და მახასიათებლების შესახებ.

„ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა. დიდი მიზნები გვაქვს და გვსურს, ქართველი მომხმარებლების ყოლველდღიურობაში დავიმკვიდროთ ადგილი. აქ ყოფნისას აღმოვაჩინეთ, რომ ვისკი ერთ-ერთი გამორჩეული სასმელია ადგილობრივებისთვის, ტრადიციული ღვინისა და ჭაჭის პარალელურად… ამიტომაც გვინდა, რაღაც ახალი არომატი შევთავაზოთ მომხმარებლებს“, — აღნიშნავს დარენი.

ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე სწორედ 5 სახეობის ვისკის ვიხილავთ: Small Batch, Single Grain, Single Malt, Single Pot Stil, Blackpitts Peated Single Malt. აქედან პირველი ეჭვქვეშ აყენებს კონვენციას, თუ როგორი შეიძლება იყოს ირლანდიური ვისკი — უნიკალურ არომატის ფენებზე კასრში დაძველების არატრადიციული ტექნიკა მოქმედებს. მარცვლეულისა და ალაოს ვისკის ხელით შერჩეული კასრები თავდაპირველად სრულად ბურბონის სათავსოდ გამოიყენება, შემდეგ კი 12 თვემდე ინტერვალში რომის კასრებში ინახება.

Single Grain არატრადიციული ბადაგის გამოყენებითაა დამზადებული, რომლის 95%-იც სიმინდისგან, ხოლო 5% ალაოს ქერისგან შედგება. ამასთანავე, ექსკლუზიურად ინახება ამერიკული წითელი ღვინის კასრებში.

Single Malt კი 100%-ით ქერის ალაოსგანაა დამზადებული და, ამავდროულად, ხუთი სახეობის ღვინის კასრის გავლენას მოიცავს — შერი, პორტი, მადეირა, თეთრი შინდისფერი, კაბერნე სოვინიონი. მას „არომატების სიმფონიასაც“ კი უწოდებენ, რადგან ყველა გემო იდეალურადაა დაბალანსებული.

ამას მოჰყვება Single Pot Still — კლასიკური ირლანდიული სტილის ვისკის არატრადიციული ვარიაცია, რომელიც დუბლინისთვის დამახასიათებელ არომატს იმეორებს. ის ირლანდიური ბადაგის გამოყენებითაა დამზადებული, რომლის 50%-იც ალაოს წარმოადგენს, ხოლო 50% — გაუღვივებელ ქერს. ეს უკანასკნელი სამჯერ გამოხდილი და დაძველებულია ამერიკული მუხის, ბურბონისა და შერის კასრების კომბინაციაში. თავად ბრენდის წარმომადგენლები Single Pot Still-ს „დუბლინის სულსაც“ უწოდებენ…

რაც შეეხება Blackpitts Peated Single Malt-ს, უძველესი ბლექპიტის ტერიტორიითაა შთაგონებული, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ინდუსტრიისა და, განსაკუთრებით, ალაოს სახლის სინონიმად განიხილებოდა. აქ ქერის გასაშრობად ტორფის კვამლს იყენებდნენ, რაც გამორჩეულ, შებოლილ გემოს იძლევა და სწორედ ეს იქცა აღნიშნული სახეობის მთავარ სახასიათო ნიშნადაც. თუმცა რაც Teeling Blackpitts-ს ასე უნიკალურს ხდის, სამმაგი დისტილაციის პროცესია — ამას ერწყმის ბურბონისა და თეთრი ღვინის კასრებში დაძველების ტექნიკა.

Teeling Whiskey-ის „ფენიქსივით“ აღდგენა

ფაქტი, რომ დღეს აღნიშნულ ბრენდსა და მის საქართველოსთან დაკავშირებულ მიზნებზე ვსაუბრობთ, შორეული წარსულის დამსახურებაა, ვინაიდან თილინგების ოჯახსა და ვისკის ინდუსტრიას შორის დიდი კავშირია. ყველაფერი 1782 წელს დაიწყო — მაშინ, როცა ვოლტერ თილინგმა დუბლინის სამრეწველო ცენტრში ქარხანა დააარსა და რამდენიმე წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, ვიდრე გარკვული რეგულაციების მიზეზით დაიკეტებოდა. აღსანიშნავია, რომ Teeling Whiskey-ის დისტილერია იქცა პირველ ფუნქციურ დისტილერიად დუბლინში, რომელიც მასიური სანქციების შემდეგ (დაახლოებით 125 წლის შემდეგ) გაიხსნა.

2012 წლიდან კი იგივე გვარის ისტორიას ჯონ თილინგის შვილები, ჯეკი და სტივენი აგრძელებენ, უბრალოდ სრულიად განსხვავებული მიდგომებით თუ ტექნოლოგიებით. აღსანიშნავია, რომ Teeling-ების ოჯახის წვლილი სხვადასხვა ბრენდის ვისკის წარმოებაში თაობების განმავლობაში იზრდებოდა, თუმცა მათ საკუთარი სახელის ქვეშ საავტორო ვისკის წარმოება მხოლოდ და მხოლოდ 2015 წელს დაიწყეს.

„სწორედ ამ პერიოდში აღდგა ბრენდი ფენიქსივით, თან ტრადიციულობის შენარჩუნებით და თან ინოვაციური ხედვის დანერგვით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რაც ბოთლის შიგნითაა — სასმელი საუბრობს ბრენდის შესახებ, თუმცა დიდ ყურადღებას ვუთმობთ ბრენდინგსაც. ამიტომაცაა, რომ ჩვენს ლოგოდ ფენიქსი შევარჩიეთ, როგორც აღდგენისა და სიძლიერის სიმბოლო“, — განმარტავს დარენი.

გარდა ამისა, როგორც დარენმა აღნიშნა, Teeling Whiskey-ის წარმომადგენლები აქტიურად ზრუნავენ მარკეტინგულ კამპანიებზე, რათა მომხმარებლებთან მუდმივად საინტერესო კავშირი შეინარჩუნონ. სწორედ ამგვარი ხედვით აპირებენ საქართველოს ბაზარზეც მოქმედებას.

მუდმივი ინოვაცია კი Teeling Whiskey-ის მთავარი დევიზია, რადგან ყოველთვის წინსწარფვაზე, განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზე ზრუნავენ. ამას დისტილერიის ხანგრძლივი ისტორიაც გვიჩვენებს, ვინაიდან მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, მრავალი დაბრკოლების თუ სირთულის მიუხედავად, სწორედ ინოვაცია იყო ის, რაც თილინგების ტრადიციას ინარჩუნებდა. დღეს კი უკვე ასეთი სახითაა ჩვენ წინაშე — თანამედროვე მოთხოვნებს, ტექნოლოგიებსა და გემოვნურ თვისებებს მორგებული.

[R]

მიიღე მონაწილეობა DataFest Tbilisi-ის სამ ჰაკათონში და გახდი სტიპენდიის მფლობელი

კინო, როგორც პროდუქტი! – რას მოუტანს ABK-ს საფრანგეთის ბაზარზე შესვლა ქართულ სააგენტოებს