in

Teenage Engineering-მა კონდენსატორული მიკროფონი გამოუშვა

ერთი შეხედვით, შესაძლოა, Braun T3 რადიოსა და კლასიკური iPod-ის ღირსეულ შთამომავლად ჩათვალოთ, მაგრამ ეს CM-15-ია — Teenage Engineering-ის უახლესი მოწყობილობა, რომელიც თავისივე მუსიკალურ-ტექნოლოგიურ ეკოსისტემას ერგება. კონდენსატორული მიკროფონი გამორჩეულია თავისი მინიმალისტური, მეტალის დიზაინით. იგი მრავალ მოწყობილობას შეგიძლიათ დაუკავშიროთ, იქნება ეს თქვენი ტელეფონი თუ ლეპტოპი, TX-6 თუ OP-1-ის სინთეზატორი. 

გარდა იმისა, რომ ძალიან დახვეწილ დიზაინს გვთავაზობს, მას ყველაფრის ჩაწერაც შეუძლია, იქნება ეს პოდკასტები თუ დრამის ხმები. თანაც, Teenage Engineering-ის კონდენსატორული მიკროფონი გარე ხმებს საუკეთესოდ ბლოკავს. იმდენად კომპაქტურია, რომ მის მოთავსებას ჩანთასა და თქვენს ჯიბეშიც კი მარტივად შეძლებთ. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ფასზე, რადგან როგორც ამბობენ, იგი 1199$ ეღირება…

საქართველოში Polo Ralph Lauren-ის პირველი მაღაზია გაიხსნა

როგორ უზრუნველყოფს BSA შრომის უსაფრთხოებას ქართულ კომპანიებში?