უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ვინტაჟური ნივთები საკმაოდ ტრენდული გახდა. Teenage Engineering კი შუა საუკუნეებით შთაგონებულ პროდუქტს გვთავაზობს — EP-1320 Medieval-ის სემპლერი მზადაა თქვენი ბგერები რაინდებისა და ციხესიმაგრეების ეპოქაში გადაისროლოს, დაგვიდასტუროს, რომ ძველი რაღაცები დღესაც საოცარი შეიძლება იყოს.
პატარა მართკუთხედი ფორმის მოწყობილობა კრემისფერი, ყავისფერი, მწვანე და წითელი ფერებითაა გაწყობილი, გოთიკური შრიფტიც აქვს და ფერადი ელექტრო ეკრანიც. მართალია, შუა საუკუნეების ესთეტიკა იგრძნობა, მაგრამ აქვეა რეტრო შტრიხებიც…
ეს ძველებური გაჯეტი Teenage Engineering-ის EP ოჯახის ახალი წევრია, რომლის წინამორბედი EP-133 K.O. II გახლავთ. თუმცა არ გეგონოთ, რომ ცუდი ხარისხის ბგერებს შემოგთავაზებთ, პირიქით, ხმების საგანძურს გთავაზობთ, რომელიც ძველ დროში გამოგზაურებთ. ყველაფერი კი თქვენს ხელთაა, ოღონდ პი
რდაპირი მნიშვნელობით.
ხმლების, ისრების, ფერმის ცხოველების, ჯადოქრების, გლეხებისა და დრაკონების ხმებსაც შემოგთავაზებთ, რათა შუა საუკუნეების ჟღერადობას მეტად დაუახლოვდეთ. 128-მეგაბაიტიანი მეხსიერება აქვს, საიდანაც 96 შუა საუკუნეების ხმების ბიბლიოთეკას მიაქვს, ხოლო 32 მეგაბაიტი თქვენს ხელთაა.
EP-1320 Medieval-ის ფასი 299 დოლარია, თუმცა შუა საუკუნეების მოწყობილობასთან ერთად, დამატებით აქსესუარებსაც გთავაზობენ, იქნება ეს ბრენდირებული მაისურები, ვინილის ჩანაწერები თუ ჩასადები.