in

აშშ-მექსიკის კედლის ინსტალაციამ – “Teetertotter Wall”, საუკეთესო დიზაინის ჯილდო მოიპოვა

დროა ადამიანებმა კედლების ნაცვლად უფრო მეტი ხიდის მშენებლობა დაიწყონ

2019 წელს აშშ-მექსიკის საზღვარზე “აიწონა-დაიწონას” ინსტალაცია მოეწყო, სახელწოდებით “Teetertotter Wall”. პროექტმა შექმნის მომენტში საზოგადოების დიდი ყურადღება დაიმსახურა და ის ჯერ კიდევ აქტუალურ ხელოვნების ნიმუშად რჩება, რომელმაც  “ლონდონის დიზაინის მუზეუმის” ჯილდო მოიპოვა.

“ჩვენ სრულიად გაკვირვებულნი ვართ ამ მოულოდნელი პატივით. რაც მთავარია, ეს ხდება იმ დროს, როდესაც ჩვენ ცვლილებების იმედი გვაქვს და რომ კედლების ნაცვლად, უფრო მეტი ხიდის მშენებლობას ვიწყებთ”ამბობენ პროექტის ავტორები, რონალდ რაელი და ვირჯინია სან ფრატელო. 

დროებითმა ინსტალაციამ, ადამიანებს საშუალება მისცა, გასახალისებლად “აიწონა-დაიწონა” გამოეყენებინათ და აზრები მიმოეცვალათ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებთან, სრულიად უცხო ადამიანებთან.

იმის გათვალისწინებით, რომ ერთ მხარეს მომხდარ მოქმედებებს, პირდაპირი შედეგი მოჰყვება სხვა მხარესაც. ბავშვები და მოზარდები მნიშვნელოვანი ურთიერთობებით არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან

[ქეის სთადი] როგორ მოიპოვა Tinder-ის შოუმ ამერიკულ TOP-გადაცემებზე მაღალი რეიტინგი

ნახეთ: ცხოველების მოულოდნელი გამოჩენა ფოტოგადაღებისას