in

ბერლინის ძველი აეროპორტი ეკო-მეგობრულ სამეზობლოდ გადაკეთდება

ბერლინის ყოფილი ტეგელის საერთაშორისო აეროპორტი ცივი ომის დროს გაიხსნა… ახლა კი ხელახლა ცოცხლდება, თანაც, მწვანე სამეზობლოს სახით. 

საუბარია 580 გამოუყენებელ ჰექტარზე, ამ ეტაპზე კი მისი, როგორც ნახშირბად-ნეიტრალური საცხოვრებლისა და კომერციული ზონის, რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. Schumacher Quartier წარსულიდან გარკვეულ მახასიათებლებსაც ინარჩუნებს.

ეს სამეზობლო საცხოვრებლის დეფიციტის პრობლემის შემსუბუქებას ისახავს მიზნად, ამასთან, მწვანე ჩვევების წახალისებასა და მისი საზოგადოების ცხოვრების გამდიდრებას. ტეგელის აეროპორტში 5000-ზე მეტი სახლი აშენდება და იგი 10 000-ზე მეტ მოსახლეს დაიტევს. მაცხოვრებლებს ველოსიპედებისა თუ მწვანე ბილიკების დახმარებით სამსახურში, სკოლაში, მაღაზიებში, საბავშვო ბაღებსა და პარკებში გადაადგილება შეუძლიათ. დიახ, აქ მანქანებს ვერ იხილავთ, თუმცა გამონაკლისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შექმნილი მანქანებით არსებობს. 

სახურავი წვიმის წყალს შეაგროვებს და მას ჰაერის ბუნებრივ კონდინციონერად გამოიყენებს. ხოლო თუ აეროპორტის ემისიებით სავსე მომავალს გავითვალისწინებთ, ახლანდელი გადაწყვეტილება ნამდვილად შექებას იმსახურებს. 

საინტერესოა ისიც, რომ თითოეული საცხოვრებელი ადგილობრივად მოპოვებული ხისგან აშენდება, რაც Schumacher Quartier-ს მსოფლიოში ყველაზე მასიური ხის შენობების ჯგუფად აქცევს. მსგავსად, ნახშირბადის ემისიების 80%-ით შემცირებასაც კი ელიან. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პარკი 14 გადაშენების პირას მყოფი სახეობისთვის მუდმივ საცხოვრებელს შექმნის, მათ შორისაა ფართოფრთიანი ღამურები და კალიები. პირველი კამპუსი კი, სავარაუდოდ, 2027 წლისთვის დასრულდება.

უნდა ფოკუსირდეთ თუ არა სამსახურზე თქვენი კარიერის ხარჯზე?

რატომ დადგა ბრენდის „ჰუმანიზაციის“ საჭიროება?