„თეგეტა მოტორსის“ ზაფხულის კამპანია „ავტომობილის მოვლის ხელოვნება” გრძელდება და მორიგ ვიდეოს გვთავაზობს, რომელშიც „თეგეტა მოტორსის“ მექანიკოსი გვიყვება ავტომობილთან ურთიერთობაზე, რომელიც მისთვის ოთხი წლის ასაკში დაიწყო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ავტომობილზე ზრუნვის სიყვარული მამიდან შვილს ერგო მემკვიდრეობით და საბოლოოდ კი, პროფესიად იქცა.
გაიცანით ლიკა მაისურაძე, „თეგეტა მოტორსის“ მექანიკოსი და ავტომრბოლელი, რომელიც სამი სხვადასხვა ავტომობილით ასპარეზობს და ყოველი რბოლის წინ თავისი ხელით ამზადებს თითოეულს.
სარბოლო მანქანების მოვლის სპეციფიკის გარდა, ლიკა გვიამბობს, თუ რა არის მთავარი სამუხრუჭე სისტემების მოვლისას, რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და რაც მთავარია, როგორ მივიღოთ სიამოვნება პროცესით.