in

რატომ არის „თეგეტა” კანის ლომების მხარდამჭერი

კანის ლომები უკვე 70 წელია, რაც მსოფლიო სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი ფესტივალია. აქ ყოველ წელს იკრიბებიან ამ სფეროს წარმომადგენლები და შემოქმედებით პროდუქტებს ქმნიან სხვადასხვა კატეგორიაში, რომლიდანაც ბოლოს გამარჯვებულები ვლინდებიან. საქართველოში კანის ლომები 2015 წლიდან იმართება და მასში უამრავი სააგენტო იღებს მონაწილეობას. 

წლევანდელი კანის ლომები უკვე გაიხსნა და მონაწილეობის სურვილი 201-მა გუნდმა გამოთქვა. მათ ორგანიზატორებისგან უკვე მიიღეს დავალებები 4 კატეგორიაში: დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი და ფილმი. კანის ლომების ადგილობრივ ფესტივალს რამდენიმე მხარდამჭერი ჰყავს და მათ შორის არიან: თეგეტა, თიბისი და aPeople. 

თეგეტა უკვე მეორე წელია, რაც ფესტივალის მხარდამჭერია. კომპანიის მიზანი ქართველი ტალანტების განვითარებაში წვლილის შეტანაა. 

მარიამ კარკალაია, თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის დირექტორი:

წელს უკვე მეორედ ,,თეგეტა“ სარეკლამო სფეროში ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული შემოქმედებითი ფესტივალის მხარდამჭერია. განვითარებაზე ზრუნვა, ახალგაზრდებისა და მათი ინოვაციური იდეების მხარდაჭერა ღირებულებითი თანხვედრაა ჩვენს კომპანიასა და ,,კანის ლომებს“ შორის, რომელიც მარტივად შედგა და ძალიან გვიხარია, რომ უკვე მეორე წელია ამდენ ნათელი გონების ადამიანთან ვმეგობრობთ.

საერთო ინტერესის სფეროა ის თემებიც, რაზეც ფესტივალის მონაწილეები მუშაობენ და ეს არის CSR, რომელიც თეგეტას საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, ხელი შევუწყოთ ახალი და საინტერესო იდეებით სავსე ახალგაზრდებს. გვინდა, ახალ თაობას შემოქმედებითი უნარების გამოვლენის  მაქსიმალურად მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ,,კანის ლომები“ ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა”.

მარიამ კარკალაია ფესტივალის ჟიურის წევრადაც გვევლინება. კომპანია თავის მხარდაჭერას დიჯიტალის კატეგორიას უცხადებს და თეგეტას მობილურ აპლიკაციას წარადგენს, რომელიც კომპანიის იმ მიზნების გაგრძელებაა, რომლებსაც ის უკვე 27 წელია ემსახურება –  გაუმარტივოს მძღოლებს ავტომობილის ფლობის გამოცდილება. სწორედ ამას ეხმიანება ბრიფიც, რომელიც კანის ლომების მონაწილეებს გაეგზავნათ. მათი მთავარი ამოცანაა, თავიანთი იდეები და შესრულების გზები ციფრულ არხებში საინტერესოდ და სწორად განათავსონ.

მარიამ კარკალაია, თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის დირექტორი:

დაინტერესებასთან ერთად ,,კანის ლომების“ მონაწილეთა ნამუშევრების ხარისხი ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, დიდია კონკურენციაც. წელს 40 ნამუშევარი მივიღეთ Digital კატეგორიაში. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არჩევანის გაკეთება წელს განსაკუთრებით რთული იქნება და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტ კრეატიულ ახალგაზრდას სჯერა საკუთარი ძალების და მზად არის თავისი ინოვაციური იდეები თუ მიდგომები გამოცადოს და სხვებსაც თამამად გაუზიაროს. თითოეულში იგრძნობა შემოქმედებითი მიდგომა და მონდომება. ფაქტია, ავტორები მაქსიმალურად ეცადნენ, რომ საინტერესო და არაორდინალური გადაწყვეტის გზები ეპოვათ, რაც მაფიქრებინებს, რომ ჩვენი „ბრიფი“ მათთვისაც საინტერესო აღმოჩნდა.

წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილეს და ვიმედოვნებ, მათი შესაძლებლობების შესახებ კანშიც ილაპარაკებენ. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები, რა თქმა უნდა, ორგანიზატორებს, რომლებიც ყოველწლიურად აძლევენ შესაძლებლობას საქართველოს ახალგაზრდებს, გახდნენ ამ გამორჩეული ფესტივალის მონაწილეები და უხსნიან გზას კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ასპარეზზე“.

„არ განელებულა, არ დავღლილვარ“ – მოხალისე სოფოს ბრძოლა უკრაინელებისთვის

ჩინ-ჩინ – ერთი მე, ერთი შენ! – „აფლელუ პარიზში” სოციალური კამპანია დაიწყო