in

„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, ელექტრონული კომერციის დღე გაიმართა

25 ოქტომბერს „იქომერს ასოციაცია საქართველოსორგანიზებითელექტრონული კომერციის დღეგაიმართა. პირველად საქართველოში, საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ელექტრონული კომერციის პროცესში მთავარ მიღწევებზე, გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ემსჯელათ.

ელექტრონული კომერციის დღისგენერალური სპონსორი თეგეტა ჰოლდინგი იყო. ღონისძიების მონაწილეებთან საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის, e-Commerce-ის, გამოცდილებაზე, „თეგეტასელექტრონული კომერციის პლატფორმებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზეთეგეტა ჰოლდინგისტექნოლოგიურმა დირექტორმა ლევან მამულაშვილმა ისაუბრა. საქართველოს ბაზარზეთეგეტა ჰოლდინგიიყო პირველი, ვინც მომხმარებელს ავტომობილის ონლაინშეძენისა და კონფიგურატორების დახმარებით სასურველი მახასიათებლების შერჩევის საშუალება მისცა.

ლევან მამულაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგისტექნოლოგიური დირექტორი: თეგეტა ჰოლდინგიერთერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საკუთარი საქმიანობა გააციფრულა. ჩვენი ონლაინმაღაზიის უკან დგას SAP ERP სისტემა, რომელიც უფრო მარტივს ხდის საოპერაციო საქმიანობას, ხოლო საინჟინრო ნაწილში აქტიურადაა დაწყებული ხელოვნური ინტელექტის დანერგვა. მომხმარებლებს, კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, ვთავაზობთ სხვადასხვა ციფრულ სერვისს, მათ შორის, მობილურ აპლიკაციას, ონლაინჯავშნებს, ავტომობილის ისტორიის შექმნას და სხვა.

ჩვენი, როგორც მულტიბრენდული კომპანიის, მთავარი მიზანი ელექტრონული პროცესების მუდმივი გაუმჯობესება და ავტოინდუსტრიის სრულად გაციფრულებაა. მიხარია, რომ ლიდერები ვართ ავტოინდუსტრიის დიგიტალიზაციის კუთხითაც და მომხმარებელს ამ მიმართულებით ბევრ ინოვაციას შევთავაზებთ“.

ქართულ საავტომობილო ბაზარზეთეგეტაელექტრონული კომერციის მიმართულებით ერთერთი მოწინავეა. ციფრული პლატფორმათეგეტა ჰოლდინგშითითქმის 10 წელია მოქმედებს. თეგეტა შოპი მოიცავს ისეთ ფუნქციებს, რომლებიც მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვის შესაძლებლობას სახლიდან გაუსვლელად აძლევს. ონლაინმაღაზიაში უკვე ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი და სამომავლოდ ამ ინსტრუმენტის შესაძლებლობების გამოყენება კიდევ უფრო აქტიურად იგეგმება.

eCommerce Day 2023- 500-ამდე სტუმარი დაესწრო და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ისეთი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან: Amazon Pharmacy, Rakuten Viber, Trendyol, Glovo, Evido x Meta და სხვა. ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი და მსოფლიო მასშტაბის კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება.

საღამოს საერთაშორისო სტუმრებსთეგეტა ჰოლდინგისშვილობილმა კომპანიამ, Geely Sakartvelo-, უმასპინძლა. ოფიციალურ ვახშამზე ქართული და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს ელექტრონული კომერციის შესახებ აქტუალური თემების განხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბითთეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტაექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.

სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტამსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

[R]

როგორი იყო საავტომობილო შეჯიბრი Rally Adventure Georgia 2023?

Nike-მა წყალგაუმტარი Air Force შექმნა