რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორი წელს პირველად „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო. Ad Black Sea 2022-ის სტუმრებისთვის საგანგებოდ მოეწყო სტენდი, სადაც ახალი კამპანიის „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ ფარგლებში შექმნილი საგზაო ნიშნები განთავსდა.
მარიამ კარკალაია, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი:
„გვიხარია, რომ წელს პირველად გვაქვს საშუალება, ვიყოთ რეგიონში ყველაზე მასშტაბური კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორი. „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ მოგვეცა საშუალება, Ad Black Sea 2022-ის სტუმრებისთვის კიდევ უფრო კარგად გაგვეცნო საგზაო მოძრაობის კულტურის კამპანიის მთავარი მიზნები და ალტერნატიული საგზაო ნიშნები“ .
Ad Black Sea 2022-ის მონაწილეებმა „თეგეტა ჰოლდინგისგან“ საგზაო მოძრაობის კულტურის კამპანიის ბრენდირებით შექმნილი საჩუქრებიც მიიღეს.
2-წლიანი პანდემიური პაუზის შემდეგ რეგიონში ყველაზე მასშტაბურ კრეატიულ ფესტივალს – Ad Black Sea 2022-ს ისევ ბათუმმა უმასპინძლა.
[პარტნიორის კონტენტი]