in

ქალაქში უჩვეულო საგზაო ნიშნები გამოჩნდა — „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანია საგზაო მოძრაობის კულტურის ასამაღლებლად 

საქართველოში მძღოლებისა თუ ქვეითების გარკვეულ ნაწილს მრავალი მანკიერი ჩვევა ახასიათებს და წესების დარღვევა მათთვის ჩვეული მოვლენაა. ეს არა მხოლოდ საგზაო წესების უგულებელყოფას, არამედ ისეთ მორალურ საკითხებსაც ეხება, რომლებიც საზოგადოდ აღიარებულ კულტურულ ნორმებში არ ჯდება — დისკომფორტს უქმნის მოქალაქეებს და ზიანს აყენებს გარემოს.

როგორც „თეგეტაში“ ამბობენ, უკვე 25 წელზე მეტია, საგზაო მოძრაობას აკვირდებიან და ნათელია — ხშირად საზოგადოების ნაწილი ვერ იაზრებს, რომ… ქუჩა სანაგვე ყუთი არ არის; რომ მანქანის მართვის უნარს სქესი არ განსაზღვრავს; რომ საგზაო უსაფრთხოება ქვეითების პასუხისმგებლობაცაა; რომ გასაფრთხილებლად ერთხელ დასიგნალებაც საკმარისია.

და სხვა მრავალი.

სწორედ ამ მორალური საკითხების წინ წამოწევასა და საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლებას ემსახურება „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია, რომლის ფარგლებშიც, მთელ საქართველოში უჩვეულო საგზაო ნიშნები გამოჩნდა.

სიმბოლოები როგორც მძღოლების, ისე  ქვეითების მანკიერ ქმედებებს წარმოაჩენს და ადამიანებს მეგობრულად შეგვახსენებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ საერთო სიკეთისთვის ქვეყანაში საგზაო კულტურა გავაუმჯობესოთ.

მარიამ კარკალაია, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი: ,,არსებობს საგზაო წესები და არსებობს დაუწერელი კანონები, რომლებიც ქალაქში გადაადგილებისას ყოველთვის უნდა გაითვალისწინო. მიუხედავად იმისა, რომ დარღვევის შემთხვევაში არ დაგაჯარიმებენ. სწორედ ამ დაუწერელი კანონების აღსაწერად შემოვიღეთ ტერმინი: ,,საგზაო მოძრაობის კულტურა, თითოეული ქცევა, ჰოლი მოტორსის დიზაინერების გუნდის დახმარებით, ალტერნატიულ საგზაო ნიშნად ვაქციეთ და როგორც მძღოლებს, ისე ქვეითებს პასუხისმგებლიანი მოძრაობისკენ მოვუწოდეთ“.

„თეგეტა ჰოლდინგში“ ამბობენ, რომ  კამპანიისთვის შექმნილი ახლებური საგზაო ნიშნები, ერთი მხრივ, კონკრეტულ პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების ფუნქციას ასრულებს, მეორე მხრივ კი, მოქალაქეებს ქცევის ცვლილებისკენაც უბიძგებს.

მარიამ კარკალაია, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი: ვფიქრობთ, ძალიან სწორი და ეფექტური მედიუმი შევარჩიეთალტერნატიულ მედიად გამოვიყენეთ ქუჩის გარე ბანერები, შესაბამისად, მძღოლებსა და ქვეითებს ჩვენი გზავნილები თავს უშუალოდ ქალაქში მოძრაობისას შეახსენებს. ეს კი კიდევ უფრო გაზრდის ალბათობას, რომ მანკიერი ქცევების გამეორებისგან თავს შეიკავებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ უშუალოდ ნიშნების შინაარსიც ლოკაციებს მოვარგეთ — კონკრეტული სიმბოლოები სწორედ იმ წერტილებში განვათავსეთ, სადაც მსგავსი ქმედებები ყველაზე ხშირად გვხვდება. ნიშნებთან ერთად, გარე ბანერებზე დავიტანეთ ინფორმაცია თითოეული სიმბოლოს შინაარსის შესახებ და დამაფიქრებელი გზავნილებით აუდიტორიას საგზაო კულტურის წესების დაცვისკენ მოვუწოდეთ. დროთა განმავლობაში კი, გვჯერა, რომ ამ წესების დაცვა თითოეული მოქალაქისთვის ჩვევად და ყოველდღიურობად იქცევა

საგზაო მოძრაობის კულტურის კამპანია ადამიანების ქცევის ცვლილებას ემსახურება. სწორედ ამიტომ მასზე მუშაობის დროს ჰოლდინგში გადაწყვიტეს, პროექტში აქტიურად ჩაერთოთ თავად საზოგადოების წევრები და აქცენტი მათთვის ყველაზე მტკივნეულ და რეალურ პრობლემებზე გაეკეთებინათ.

პავლე გაბრიჭიძე, კამპანიის კრეატიული დირექტორი: კამპანიის პირველ ეტაპზე საზოგადოებას ვკითხეთ, ყველაზე მეტად რა აწუხებდათ ქალაქში გადაადგილებისას. კვლევის სხვადასხვა მეთოდი გამოვიყენეთ — ქუჩის გამოკითხვები, ონლაინკითხვარი, ფეისბუგამოკითხვაროგორც ვვარაუდობდით, ეს საკითხი ადამიანებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მწვავე აღმოჩნდამოქალაქეები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით გვიზიარებდნენ საკუთარ სურვილებსა თუ მოსაზრებებს. შედეგად, ძალიან მოკლე დროში 10,000-მდე ადამიანის პასუხები მივიღეთ, ინფორმაცია დავამუშავეთ და საგზაო ნიშნები სწორედ მათი წუხილების გათვალისწინებით შევარჩიეთ

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: თეგეტასთვის ზრუნვა და განვითარება საკვანძო ღირებულებებია. როგორც ამიერკავკასიის წამყვანი კომპანია ავტოინდუსტრიაში, მუდმივად ვზრუნავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ. გარდა ამისაყოველთვის ვცდილობთ, ბრენდის ეს ხედვა კონკრეტულ აქტივობებში გამოვხატოთ და საერთო მიზანს საზოგადოების ჩართულობით მივაღწიოთ. სწორედ ამიტომ ვიგრძენით პასუხისმგებლობა, რომ საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ, თანამოქალაქეებთან ერთად, დისკუსია წამოგვეწყო და რეალობა უკეთესობისკენ შეგვეცვალა

საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ფარგლებში, მრავალი საინტერესო აქტივობა იგეგმება.

„ვამზადებთ ვებგვერდ, სადაც მოქალაქეები საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას შეძლებენ, გაეცნობიან თითოეულ საგზაო ნიშანს და კულტურული მართვის შესახებ საჭირო რეკომენდაციებს. კამპანიაში მართვის მოწმობის შემსწავლელი ცენტრებიც ჩაერთვებიან, რომლებიც საგამოცდო მასალებში კულტურული მართვის შესახებ შეკითხვებს ჩაამატებენ და მომავალი მძღოლების ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნებენ. ამავდროულად, ვგეგმავთ საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას, სხვადასხვა მედიუმის მეშვეობით და საინტერესო ადამიანების ჩართულობით. დამატებით, დამზადდება კიდევ 10 საგზაო ნიშანი, რომელთა თემატიკასაც, კამპანიის მიმდინარეობისას, ლაივ რეჟიმში, კვლავ საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობით შევარჩევთ“.

„თეგეტა ჰოლდინგში“ ამბობენ, რომ ეს არაა ერთჯერადი აქტივობა და ეს მასშტაბური კამპანია, მართვის კულტურის შესახებ მათი გრძელვადიანი გეგმის მხოლოდ დასაწყისია. სჯერათ, რომ სასიკეთო ცვლილებები სწორედ პასუხისმგებლიანი კომპანიების და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა.

დარწმუნებულები ვართ, თანამოქალაქეების პირადი პასუხისმგებლობის გაღვიძებას შევძლებთ და ერთად ვიზრუნებთ საგზაო მოძრაობის კულტურაზე

  • კრეატივ დირექტორი: პავლე გაბრიჭიძე
  • კრეატივ სტრატეგი / კოპირაიტერი: ელენე დანელია
  • რეჟისორი: დიმა ჩხეიძე
  • აღმასრულებელი პროდიუსერი: ლევან ბაბუციძე
  • რეჟისორის პირველი ასისტენტი: სალი ჯუღელი
  • ოპერატორი: გიორგი შველიძე
  • ფოკუსი: მანუჩარ ელიჯარაშვილი
  • კამერა: ლევან ზარიძე
  • ფლეიბექი: გიორგი ფაილოძე
  • გაფერი: მიხეილ საგანელიძე
  • განათება: ბიძინა ჩხაიძე, ბეჟან ლალიაშვილი
  • დრონის ოპერატორი: ლადო მჭედლიშვილი
  • გრაფიკა / დიზაინი: Holy Motors
  • შემოქმედებითი ხელმძღვანელები: ნიკა კუმბარი, გიორგი ავალიანი
  • უფროსი დიზაინერი: ანუკი კონიაშვილი
  • დიზაინერები: გიორგი ხარძიანი, დევიდ დრონი, თათა გუშარაშვილი
  • ანიმაცია: ნინო ყაველაშვილი
  • თეგეტა ჰოლდინგის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი: ლუკა თოდუა
  • დამდგმელი მხატვარი: The Department
  • კოსტუმების მხატვარი: იკა ბობოხიძე
  • კოსტუმების მხატვრის ასისტენტი: ანა ფაილოძე
  • კასტინგის მენეჯერი: ნანკა ბალახაშვილი
  • კასტინგის მენეჯერის ასისტენტი: არჩილ მეზვრიშვილი
  • ლოკაციის მენეჯერი: თიკო ლორთქიფანიძე
  • ლოკაციის მენეჯერის ასისტენტი: გვანცა ხარებავა
  • გრიმი: სოფო მაჭავარიანი
  • გრიმის ასისტენტი: ეკა ჯაფარიძე
  • თმა: ეკა ტაბატაძე
  • პროდაქშენ მენეჯერი: გვანცა არევაძე
  • პროდაქშენის ასისტენტი: ნატა ქურდაძე, ნინო ლიპარტელიანი
  • ხმა / მუსიკა: Heima Production
  • ვოისოვერი: დავით ბერაძე
  • ფერის კორექცია: მინდია ინასარიძე
  • Second Unit (ვიდეო)
  • პროდიუსერი: ქეთი ისაკაძე
  • ოპერატორი: ლადო მჭედლიშვილი, გიორგი მიქელაძე
  • Second Unit (ფოტო)
  • პროდიუსერი: ნინუცა სინჯიკაშვილი
  • პროდაქშენის ასისტენტი: ოსო
  • ფოტოგრაფი: ჯუდა ხატია ფსუტური

Fashion Film-ის სტილით გადმოცემული დროის ფილოსოფია, „ართთაიმის“ ვიდეორგოლში

DeepMind-ის ხელოვნურ ინტელექტს ფიზიკას ასწავლიან