in

„თეგეტა მოტორსი“ და BTU, ციფრული ტრანფორმაციის ინიციატივის ფარგლებში, აქტივობებს აანონსებენ

„თეგეტა მოტორსი“ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან“ (BTU) თანამშრომლობას იწყებს, რის ფარგლებშიც იგეგმება თანამშრომლობა კიბერ უსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა წამყვანი ტექნოლოგიების დანერგვა, თუ ხელშეწყობა, ბიზნეს პროცესების გაციფრულების მიზნით.

bog
bog-mob

„თეგეტა მოტორსის“ ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივა ეხმიანება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივა 5.0-ის  ფარგლებში დაანონსებულ მიზნებს, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას, რეგიონში ციფრული დომინირების მოპოვებასა და ტექნოლოგიების მოწინავე სექტორებში ინტეგრირების სტიმულირებას გულისხმობს.

თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ (BTU) სტუდენტებისთვის ჩატარდება ჰაკათონი, თემაზე – კიბერუსაფრთხოება. გამარჯვებული სტუდენტები კი „თეგეტა ჰოლდინგში“ დასაქმდებიან. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, წინასწარ მოცემული კიბერსავარჯიშოები ამოხსნან და შემდგომში „თეგეტა ჰოლდინგში“ დასაქმდნენ.

„ „თეგეტა მოტორსი“ ლიდერია ავტოინდუსტრიაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კომპანიის განვითარებაში აქტიურად ჩავრთოთ ახალგაზრდები. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, „თეგეტა ჰოლდინგის“ გუნდში ინოვაციური და საინტერესო იდეების მქონე ახალგაზრდები შემოვიერთოთ და ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ განვითარებას“, – აცხადებენ „თეგეტა მოტორსში“

აღნიშნული პარტნიორობა, „თეგეტა მოტორსის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2020 წელს ოთხი მიმართულებით იწყებს მუშაობას: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.

 

[R]

„მადლობა ჩვენს პირველ სტუდენტებს, რომ ნდობა და მხარდაჭერა გამოგვიცხადეს!“ – Miami Ad School Tbilisi-ში სწავლა დაიწყო

სტუდენტობიდან ახალი გამოწვევებისა და პროფესიული განვითარების გზაზე