10
Sep
2018

“თეგეტა კომფორტი” დროის დასაზოგად! – “თეგეტა მოტორსის” ახალი სერვისი

10 Sep 2018

სოციალურ სივრცეში „თეგეტა მოტორსის“ მომსახურების „თეგეტა კომფორტის“ საკომუნიკაციო ვიდეორგოლები გამოჩნდა. „თეგეტა კომფორტი“ თავიდან აგარიდებთ ავტომობილის შეკეთების უსიამოვნო და შრომატევად პროცედურას, მოგცემთ საშუალებას ძვირფასი დრო დაუთმოთ ოჯახს, საკუთარ თავს და საქმეს. „თეგეტა კომფორტი“ მოიცავს პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, რომელიც მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვის ცენტრში გადაყვანას. ავტომობილზე კომპანია სრულად არის პასუხისმგებელი და ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია. პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით დეტალურად მოახდენს თქვენს სრულ ინფორმირებას ავტომობილის მდგომარეობის და საჭირო სერვისის შესახებ.

 

კრედიტები:

სარეკლამო სააგენტო: ჰავას მედია ჯორჯია

კრეატიული დირექტორი: გიორგი სიბაშვილი

რეჟისორი: გიორგი ოკმელაშვილი

პროდიუსერი: ნოდარ ნათელაშვილი

ოპერატორი: ალექსანდრე დარახველიძე

მხატვარი: დავით ჭყოიძე

კოსტიუმები: ნუცა ხურცილავა

[R]

განხილვა