ამიერკავკასიის ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის — თეგეტა მოტორსის მარკეტინგის დეპარტამენტს მარიამ კარკალაია უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე, ლივინგსტონის სენიორ ექაუნთ მენეჯერის პოზიციას იკავებდა.
მარიამმა კარიერული საქმიანობა სწორედ თეგეტა მოტორსიდან, 2014 წელს, მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე დაიწყო და კომპანიაში 3 წელი გაატარა. 2018-2019 წლებში კი, საქართველოს ბანკის გუნდს ბრენდ მენეჯერის რანგში შეუერთდა და რითეილ მიმართულების პორტფელს ხელძღვანელობდა.
2019 წელს, მარიამმა კრეატიულ ინდუსტრიაში გადაინაცვლა — ლივინგსტონის სენიორ ექაუნთ მენეჯერი გახდა და ბოლო 2 წლის განმავლობაში, როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო წამყვან კლიენტებთან კომუნიკაციასა თუ პროექტების აღსრულებას უძღვებოდა.
„ჩემთვის განვითარება და ინოვაციურობისკენ სწრაფვა წარმატების ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თეგეტა მოტორსი არის კომპანია, რომელმაც თვისობრივად შეცვალა სფერო, რომელშიც ოპერირებს — შეცვალა მომსახურების კულტურა, ხარისხის სტანდარტები და შედეგად, მომხმარებელს უფრო მაღალი ხარისხის მოთხოვნის სურვილი გაუჩინა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესაა კომპანია, რომელმაც ბაზარზე თამაშის სრულიად ახალი წესები შემოიტანა და ყოველწლიურად, განვითარების უფრო და უფრო მაღალ საფეხურს აღწევს.
მჯერა, რომ ამ გუნდთან ერთად, შევძლებ კომპანიის მიერ არჩეული გზის — პროგრესისა და ინოვაციურობის გაგრძელებასა თუ მხარდაჭერას.
ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესო და ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც კარიერაში პირველი ნაბიჯები გადავდგი. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, წლების შემდეგ, ამ კომპანიაში ახალი გამოწვევა მივიღო, კარიერული თუ პიროვნული განვითარება ახალი როლით განვაგრძო, ვიმუშაო ბრენდის განახლებული მარკეტინგული სტრატეგიის შექმნასა და კომუნიკაციაზე.
პირადად ჩემთვის, თეგეტა არის ადგილი, სადაც მუდმივად უნდა ეძებო ახალი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, არასდროს დაკმაყოფილდე მიღწეულით და ყოველთვის იფიქრო წარმოსახვითი ჩარჩოების მიღმა“