in

გაინტერესებთ, რა მოხდებოდა ზამთარში ზაფხულის ფეხსაცმელები რომ გეცვათ? – ექსკლუზივი მარკეტერზე

ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ავტომობილის ან ავტონაწილების რეკლამაში მთავარი გმირი აუცილებლად “გასაყიდი” პროდუქტი უნდა იყოს. ასეთი რეკლამები ძირითადად მოსაწყენია და მას არანაირი სანახაობრივი ღირებულება არ გააჩნია. თეგეტა მოტორსი არღვევს ამ “ტრადიციას” და ძალიან ორიგინალურად ცდილობს სასურველი მესიჯის კომუნიკაციას! გაინტერესებთ, რა მოხდებოდა ზამთარში ზაფხულის ფეხსაცმელები რომ გეცვათ? ნახეთ ვიდეო ექსკლუზიურად მარკეტერზე!

BOG

ახალ რგოლთან დაკავშირებით მარკეტერი თეგეტა მოტორსის წარმომადგენელს – ეთო მერებაშვილს ესაუბრა:

M: როგორ გაჩნდა ახალი რგოლის შექმნის იდეა და ვინ იმუშავა პროექტზე?

Eto Merebashviliზამთრის მოახლოებასთან ერთად, თეგეტა მოტორსში ტრადიციული სამზადისი დაიწყო. გადავწყვიტეთ სატელევიზიო რგოლის გადაღება. სააგენტოსთვის მიცემულ ბრიფში გვქონდა მინიშნება, რომელშიც ავტომობილის საბურავების და ფეხსაცმლის შედარებას ვაკეთებდით. ეს მინიშნება ძალიან კარგად გამოიყენეს სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიში, რომელსაც ეკუთვნის აღნიშნული რგოლი. პროექტის კრეატიული დირექტორი არის ბაჩო მებურიშვილი, რეჟისორი – დათო ბორჩხაძე.

M: ტრადიციულად ავტომობილების ან მათი სათადარიგო ნაწილების რეკლამაში ჭარბობს აქცენტი ავტომობილზე ან კონკრეტულ პროდუქტზე. თქვენს შემთხვევაში კი კომუნიკაციისთვის გამოყენებულია ადამიანები და მათი თავგადასავალი. რატომ გადაწყვიტეთ ასეთი კომუნიკაცია და როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური იქნება ამ სახით გადმოცემული მესიჯი?

მომხმარებელმა ნათლად უნდა აღიქვას რეალურად რა საფრთხის მატარებელია მათი ავტომობილისთვის არასეზონური საბურავის ტარება. მომხმარებლის ქცევას თუ დავაკვირდებით ისინი ზამთრის საბურავის შეძენის გადაწყვეტილებას თოვლის მოსვლის შემდეგ იღებენ, რაც არასწორია. სინამდვილეში ავტომობილს მაშინვე ჭირდება “ზამთრის ფეხსაცმელი” როგორც კი ტემპერატურა 7°C -მდე დაეცემა. “მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის” კამპანიით გვსურს, მომხმარებლებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის ზამთრის სეზონისთვის მომზადება.

ამ პატარა ალეგორიული სატელევიზიო კლიპით კი ვფიქრობთ, მომხმარებელი ნამდვილად დაფიქრდება და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამ სანამ ზამთრის საბურავების შეძენას თოვლის მოსვლამდე გადადებს. თეგეტა მოტორსი ზრუნავს მომხმარებლის უსაფრთხოებასა და ინფორმირებულობაზე.

ბრავო! წინანდლის პრემია 2014-ის შესანიშნავი რეკლამა!

ქალაქი “ოსლო”, ახალი საინვესტიციო ლოგოტიპით