in

რა არის ”ჩემი ავტომობილის ისტორია”?

”ჩემი ავტომობილის ისტორია”, ”თეგეტა მოტორსის” ახალი ონლაინ სერვისია.

tegeta motors

როგორც თავად ამბობენ, ”ცოტა ბუნდოვანი სახელის ძალიან ცხადი” მომსახურება საშუალებას აძლევს მსურველებს მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ავტომობილის მოვლისა და „თეგეტა მოტორსში“ გაწეული დანახარჯების შესახებ. სერვისი მხოლოდ ”თეგეტა ქარდის” მფლობელთათვისაა განკუთვნილი, რომელიც თავის მხრივ, დაგროვებითი სასაჩუქრე ბარათია და ბრენდის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების გაზრდისთვისაა შექმნილი.

”ჩემი ავტომობილის ისტორია” დაახლოებით ინტერნეტ ბანკინგის მსგავსი პლატფორმაა. როდესაც ჩვენი მომხმარებელი იღებს ”თეგეტა ქარდს” მაშინ ვუხსნით ”ავტომობილის ისტორიასაც”. საამისოდ საჭიროა პირის პირადი მონაცემები. დარეგისტრირების შემდეგ პროფილში შესვლა საკუთარი პირადი ნომრისა და თავისივე შერჩეული ”პაროლით” ხდება. ამიტომ ჩვენი თანამშრომლებისთვისაც კი მიუწვდომელია და მაქსიმალურად კონფიდენციალურია იქ განთავსებული ინფორმაცია”, – ამბობს ”თეგეტა მოტორსის” მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნუცა მონავარდისაშვილი.

როგორც ”თეგეტა მოტორსში ამბობენ, ”ჩემი ავტომობოლის ისტორია” არის მონაცემები როდის, რა გარბენზე, რა ტიპის მომსახურება ჩაუტარდა კონკრეტულ ავტომობილს. აღრიცხავს ავტომობილის მოვლის ისტორიას (კონკრეტული დროის, გარბენისა და მომსახურების ტიპის მითითებით) და ავტომობილზე გაწეულ დანახარჯებს, ავტომობილის მფლობელს აწვდის მოვლისთვის აუცილებელ შეხსენებებსა და რეკომენდაციებს, ინფორმაციას დანაზოგების, მიღებული სარგებლის, დაგროვილი და დახარჯული ქულების შესახებ.

tegeta
კონკრეტული ავტომობილის ისტორიის ნახვა მხოლოდ მის მფლობელს შეუძლია. წინა მფლობელის დროს ჩატარებული მომსახურებები მომდევნოსათვის ხელმისაწვდომი არ არის.

”ჩემი ავტომობილის ისტორიის” შექმნის იდეა მომხმარებლის ქცევიდან გამომდინარე გაგვიჩნდა. ხშირად დაგვიფიქსირებია, რომ კონკრეტულ მონაცემებს, მაგალითად, როდის გამოცვალეს ზეთი, მძღოლები თვითონ ინიშნავდნენ. განსაკუთრებით მამაკაც მძღოლებს აქვთ ჩვევა აკონტროლონ, რა უჯდებათ მანქანის ”შენახვა”. გვინდა დავაჯილდოვოთ ამ სერვისით ჩვენი მომხმარებლები, ამასთან გავზარდოთ მათი ლოიალობა ჩვენდამი და გავამყაროთ ”თეგეტა მოტორსის” იმიჯი -ამბობს ნუცა მონავარდისაშვილი.

ახალი ონლაინ სერვისის მხარდასაჭერად ”თეგეტა მოტორსი” აქტიურ კამპანიას იწყებს. უკვე გასულ სატელევიზიო რეკლამებს, ”აუთდორი”, რადიო და ბეჭდურ მედიაში განთავსება დაემატება. ნუცა მონავარდისაშვილი ამბობს, რომ იქნება აქტივობები სოციალურ ქსელში, ინფორმაცია გავრცელდება ბუკლეტების სახით და თავად კომპანიის წარმომადგენლები პირდაპირი კომუნიკაციის გზით ”თეგეტა ქარდის” მფლობელებს მაიწვდიან ინფორმაციას.

“”ჩემი მანქანის ისტორია” ცოტა ბუნდოვანი სახელია, მაგრამ როცა უკვე უშუალოდ ნახულობენ, ძალიან ცხადი სერვისია. მარტივად იგებენ მომხმარებლები რა ინფორმაცია სად არის განთავსებული და ა. შ. ამ დრომდე სატესტო რეჟიმში ვართ. რაღაც დეტალებს ვცვლით, ვიღებთ რეკომენდაციებს. ვფიქრობთ, რომ საკმაოდ მოსახერხებელი უნდა იყოს ჩვენი მომხმარებლებისთვის” – ამბობს ნუცა მონავარდისაშვილი

მაისური, რომელიც თავად რეცხავს საკუთარ თავს

სამსუნგი

2013 წლის ახალი სენსაციური ტექნოლოგიები