in

„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი გახდა

თეგეტა ჰოლდინგი“, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,საქართველოს პრო ბონო ქსელისწევრი გახდა. პრო ბონო სერვისების დანერგვა საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის ერთერთი ფორმაა და კომპანიების თანამშრომლების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით სხვების საქმიანობის გაძლიერებას გულისხმობს. პრო ბონო სერვისები კერძო სექტორის ინტელექტუალურ რესურსებს ხელმისაწვდომს ხდის საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციებისთვის.

საქართველოს პრო ბონო ქსელი“ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისინიციატივით შექმნილი არაფორმალური გაერთიანებაა. მასში გაწევრიანებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების საზოგადოების სასიკეთოდ გამოყენება სურთ. ქსელი 30-ამდე კომპანიასა და 2 ბიზნესასოციაციას აერთიანებს. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი გლობალური პრო ბონო ქსელის წევრია.

თეგეტა ჰოლდინგიქსელში გაწევრიანებით გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო ორგანიზაციებს და ჰოლდინგის თანამშრომლების ცოდნის გაზიარებით მათი საქმიანობის განვითარებას შეუწყოს ხელი.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგისსტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა პრო ბონო ქსელში გაწევრიანება, რადგან ეს თანამშრომლობა შესაძლებლობას გვაძლევს, საზოგადოებისთვის სასიკეთო კიდევ უფრო მეტ პროექტში ჩავერთოთ. ჩვენს გუნდს უკვე აქვს პრო ბონო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება. ისინი სიამოვნებით ჩაერთნენ პროექტში და ამ გზით, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება სოციალურ მეწარმეებს გაუზიარეს. ვფიქრობთ, რომ მსგავს აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და მზად ვართ, საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებების მომტან პროექტებში მომავალშიც მივიღოთ მონაწილეობა“.

პრო ბონო პროექტის შედეგად, რომელიცთეგეტა ჰოლდინგისადასოციალურ საწარმოთა ალიანსისპარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა, 50-ამდე სოციალურმა მეწარმემ უკვე გაიარა სოციალური მედიის მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპრეს-კურსები.

პრო ბონო ქსელის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს.

თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს, საქართველოში ერთერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

[პარტნიორის კონტენტი]

Nasa-ს ახალი ტექნოლოგია კოსმოსში შეტყობინების გაგზავნის საშუალებას იძლევა

რა ფრაზები დგას AI-ით გენერირებული სურათების მიღმა? — ახალი თამაში