in

ძლიერი ქალების ამბავი…

მცირე რესურსით, თუმცა დიდი მიზნისთვის წლების წინ დაწყებული საქმე, დღეს წარმატებულ საწარმოდ იქცა და 26 ძლიერი ქალი გააერთიანა. ერთი შეხედვით ამბიციურ განაცხადს, საფუძველი თავიდანვე მკვეთრად გამოხატული ჰქონდა – შექმნილიყო სამკერვალო, რომელიც ლიდერი ქალების სამჭედლოდ იქცეოდა. ასეც მოხდა. სოციალური საწარმო „ლიდერი“ დღეს, შიდა ქართლში მცხოვრები, სოციალურად მოწყვლადი ქალების გადამზადებასა და დასაქმებაზე ზრუნავს. როგორც „ლიდერის“ დამფუძნებელი, ნინო გიორგაძე გვიყვება, პრიორიტეტი თავიდანვე ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება იყო.

„ჩვენი საწარმო გორში მდებარეობს. ვაწარმოებთ ბავშვის სამოსს, უნიფორმებს, ვიღებთ კორპორაციულ შეკვეთებს. ვინც ჩვენთან მოდის, 3 თვის ვადაში ვასწავლით პროფესიას  – ჭრა-კერვას, კონსტრუირებას, დიზაინს ან სოციალურ მედია მენეჯმენტს. შემდეგ პირდაპირ ვასაქმებთ ჩვენთან. სამკერვალოში მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველები, ძალადობის მსხვერპლები, დევნილები, საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებლები, რომელთა სოციალური მდგომარეoბა საკმაოდ მძიმეა.

მოკლედ, იმ ქალებს ვაძლიერებთ, ვისაც ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება სჭირდებათ. ახლაც შეგვიძლია 2 მსურველი მივიღოთ, გადავამზადოთ და შემდეგ დავასაქმოთ ჩვენს საწარმოში“  – ამბობს ნინო გიორგაძე, „ლიდერის“ დამფუძნებელი.

საწარმომ წელს ახალი სოციალური მიზანი დაისახა. ტექსტილის გადამუშავება, ნულოვან ნარჩენებამდე დაყვანა და სრულად გამოყენება, არამხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა საწარმოებიდანაც. შედეგად იქმნება ახალი პროდუქტი – ბალიშები, შინაური ცხოველებისთვის სათავსოები, სამოსი ან აქსესუარები.

„წელს, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვეთრად გავზარდეთ წარმადობა. ბევრი ადამიანი დავასაქმეთ, ახალი სოციალური მიზანიც სწორედ ამიტომ დავიმატეთ. თუმცა ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი, გავიდეთ ექსპორტზე და გავაფართოოთ ჩვენი სოციალური მისია და გეოგრაფიული არეალიც, მოვიცვათ მეზობელი მუნიციპალიტეტები დავეხმაროთ ქალებს და გავაძლიეროთ ისინი – ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ ეკონომიკას და უფრო ძლიერ რეგიონს. გვინდა, გავაფართოოთ წარმოება და გაზრდილი შემოსავლით ჩვენი სოციალური მიზნები გავზარდოთ“ – ამბობს ნინო გიორგაძე, „ლიდერის“ დამფუძნებელი

მიზნების მისაღწევად მარტო ბრძოლა აღარ მოუწევთ. პატარა სოციალური საწარმო, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას დაუმეგობრდა. „ლიდერი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბურ კამპანიაში ჩაერთო, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციებს ერთ პლატფორმაზე Tegeta Care.ge აერთიანებს და ყველა მსურველს თანაბრად აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანოს მწვავე პრობლემების მოგვარებაში.

გარდა ამისა, „თეგეტა“ „ლიდერის“ თანამშრომლების განვითარებაზეც იზრუნებს.

„რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა „იზრუნეს“ კამპანიაში, რომელიც გულისხმობს ჩვენთან დასაქმებული ქალებისთვის დამატებით საკერავი მანქანების შეძენას, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიქმნება კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი ჩვენს საწარმოში.

გარდა ამისა, „თეგეტამ“ თანამშრომელთა გადამზადებისათვის ტრენინგებიც შემოგვთავაზა. მათი გამოცდილების და ცოდნის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლებისთვის. კომპანიის საჭიროებებზე მორგებული კურსი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან დეტალს გულისხმობს და ძალიან დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში განვითარებაში, წინსვლასა და მომხმარებელთან სწორ, ეფექტურ კომუნიკაციაში. სოციალური მიზანიც ასეთი დიდი კომპანიების პატარა კომპანიებთან თანამშრომლობით ძალიან ეფექტურად მიიღწევა“, – ამბობს ნინო გიორგაძე, ,,ლიდერის“ დამფუძნებელი.

 

[R]

დნმ-ის ანალიზის გამოყენებით, მსოფლიოში უძველესი ოჯახის ხე შეიქმნა

ახალი საახალწლო სიმღერები – საჩუქრად „მეამასგან“