in

Რატომ უჭერს მხარს თეგეტა ჰოლდინგი კანის ახალგაზრდა ლომებს?

კანის ლომების შემოქმედებითი ფესტივალი არა მარტო ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის, არამედ უბრალოდ დაინტერესებული პირებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ამ კონკურსის ფარგლებში შესრულებული ნამუშევრები უამრავი სააგენტოს და კრეატიულ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანისთვის გამხდარა გამორჩეული წარმატების სიმბოლო. აქედან გამომდინარე, მას ყოველ წელს ველით როგორც რიგითი ადამიანები და შორიდან დამკვირვებელი ხალხი, ისე უშუალოდ მონაწილეებიც. 

2022 წლის ახალგაზრდულმა კანის ლომებმა სტარტი უკვე აიღო და გამარჯვებულებს 5 მაისს გამოავლენს. ფესტივალის მხარდამჭერი წელს პირველად არის თეგეტა ჰოლდინგი. თუ რატომ უჭერს მხარს და რატომ ჩაერთო ამ მასშტაბურ პროექტში კომპანია, ამაზე თავად „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი, მარიამ კარკალაია გვესაუბრა:

M: რა მნიშვნელობა აქვს თეგეტა ჰოლდინგისთვის იმას, რომ იგი ახალგაზრდული კანის ლომების პარტნიორად გვევლინება?

ახალგაზრდული კანის ლომების მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგი“ წელს პირველად არის და გვიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ვიყოთ სარეკლამო სფეროს ყველაზე დიდი მოვლენის სპონსორები. თეგეტა მუდამ ზრუნავს განვითარებაზე და ეს კონკურსი, სწორედ ამ იდეას პასუხობს. განვითარების რეალური მაგალითია ის, რომ კრეატივის საერთაშორისო ფესტივალზე ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად უფრო და უფრო საინტერესო ნამუშევრებით მიდის. ჩვენი მიზანიც ეს არის – მივცეთ ქართველ ტალანტებს განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობა. 

ვფიქრობ, ქართული კრეატიული ინდუსტრიის განვითარებაში კომპანიების როლი საკმაოდ დიდია. მათი წარმატება, ქვეყნის და ზოგადად  ინდუსტრიის წარმატებაა, რასაც, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს კომპანიებზეც.

თეგეტა ჰოლდინგის ბრიფი, რომელზეც ახალგაზრდებმა იმუშავეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას ეხება. საუკეთესო ნამუშევრებს აუცილებლად წარვუდგენთ ფართო საზოგადოებას, რაც, ვფიქრობ კიდევ უფრო მეტი სტიმული და მოტივაციაა კონკურსის მონაწილეებისთვის.  მიხარია, რომ პრინტის კატეგორიაში ძალიან კრეატიულმა ახალგაზრდებმა წარადგინეს ნამუშევრები. 

M: რა მნიშვნელობის მატარებელია თქვენი აზრით კანის ლომების ჩატარება ქართული სარეკლამო ინდუსტრიისთვის? 

ქართული სარეკლამო ინდუსტრია ყოველწლიურად იზრდება და ეს განვითარება კარგად ჩანს იმ ნამუშევრებში, რომელსაც ბოლო წლებში ქვეყნის სახელით ვქმნით. ინდუსტრიაში ახალ სიტყვას კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ამბობს. კანის კონკურსი ქართული კრეატიული სფეროს ტალანტებისთვის დამატებითი სტიმულია, რომ ყოველწლიურად აჯობონ საკუთარ თავს, აჩვენონ უკეთესი შედეგები. ეს კი, რა თქმა უნდა, ნიშნავს სარეკლამო ინდუსტრიის  წინსვლას და განვითარებას. 

M: როგორია თქვენი მოლოდინები 2022წლის ფესტივალისთვის? 

მოლოდინები საკმაოდ დიდია, პანდემიის დასრულების შემდეგ, ეს ფაქტობრივად პირველი სრულფასოვანი კონკურსი იქნება და მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარსდგება კანში. რა თქმა უნდა, წარმატების იმედი გვაქვს. განსაკუთრებით ვგულშემატკივრობთ პრინტის კატეგორიის გამარჯვებულებს და გვჯერა, საქართველოს დროშა კიდევ ერთხელ აფრიალდება ამ მნიშვნელოვან კონკურსზე.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Wrigley’s Extra-ს რებრენდინგი და ახალი იდენტობა

სანდრო ასათიანი – #პირველისამსახური