ავტომობილის ფლობა არ არის უბრალოდ ნივთის ქონა, რომელსაც საჭიროებისამებრ იყენებ. ის შენი მეგზურია ყველა შორ თუ ახლო გზაზე, სადაც მიდიხარ, ამიტომ ავტომობილი უნდა გეიმედებოდეს, დარწმუნებული იყო მის გამართულობაში და მშვიდად იყო.
სამწუხაროდ, დროის უქონლობისა თუ ფინანსების დაზოგვის გამო ხშირად ჩვენს მანქანებს სათანადოდ ვერ ვუვლით, ან, ექიმთან მისვლის არ იყოს, მაშინ მიგვყავს სერვისცენტრში, როცა უკვე აშკარა პრობლემა იჩენს თავს. ეს განსაკუთრებით მწვავედ დგას ზაფხულობით, როცა შვებულებით გახარებულები დასასვენებლად მივიჩქარით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც ზამთარში, ზაფხულშიც სჭირდება საბურავებს გამოცვლა, ზეთის შეცვლა და სხვა საჭირო პროცედურების ჩატარება. გამართული ავტომობილი სანდო პარტნიორია, რომელიც ზაფხულის კურორტებზე მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოსა და სასიხარულოს ხდის.
ამ თემას ეძღვნება „თეგეტა მოტორსის” ახალი საზაფხულო კამპანიაც, რომელიც სხვადასხვა რესპონდენტთან ერთად ვიდეოების სერიას გვთავაზობს და გვეუბნება მთავარს – „ავტომობილის მოვლა ხელოვნებაა”. სერიიდან ერთ-ერთი ასეთი პირველი ვიდეო ლევან ზენაიშვილისა და მისი 1992 წლის Toyota Corolla-ს მეგობრობის ისტორიას მოგვითხრობს.