in

თეიკო ლომინაძე – #პირველისამსახური

კავკასიის უნივერსიტეტში ვსწავლობდი მარკეტინგზე, მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, მოკლევადიანი პროექტი, 5 თუ 7 დღიანი ფესტივალი “ქართული სულის” საორგანიზაციო ჯგუფში რომ მოვხვდი, დეიდაჩემის მეგობრის რეკომენდაციით – ინფორმაცია მან მომაწოდა, შემდეგ კი გასაუბრება გავიარე. ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ მთელი პროექტი, ფაქტობრივად, მე და ჩემს მეგობარს გვებარა, ფლაერის შექმნისა და გავრცელების, ბილეთების გაყიდვის ჩათვლით. ჩემი ძმა მთხოვნიდა ხოლმე თავის ლექსუსს, იმით დავდიოდი და ფლაერებს ვარიგებდი. პროექტი შედგა და 150 ლარის ნაცვლად, 300-300 ლარი მივიღეთ ორივემ.

 

სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებით ერთი ისტორია გამახსენდა. ეს იყო ერთ-ერთი უჩვეულო გასაუბრება სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო Branding.ge-ში, როცა მითხრეს: – მოდი, ახლა მომყიდე სპილო. დავიწყე ამ სპილოს მიყიდვა, ვუთხარი, ძალიან კარგი მეგობარია სპილო, ქალაქში ყველა შენზე ილაპარაკებს, თუ იყიდი და ა.შ. მოკლედ, სპილო ვერ გავყიდე. ჩავთვალე, რომ ეს იქნებოდა მათი მხრიდან უარის მიზეზი. ამიყვანეს. აღმოჩნდა, რომ სპილოს გაყიდვისას გარკვეულწილად, შენი ფსიქოლოგიური პორტრეტი იხატება მათთვის.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ილუზია, რომ “რაღაც ვიცი” მალე დამემსხვრა. მაშინ პირველი პროექტი, რომელზეც უნდა მემუშავა Branding.ge-ში, იყო “ჰაიატის პროექტი”, ხოლო პირველი დავალება – აქტივობების ქრონიკა და თან შეხვედრაზე უნდა წამეღო. ჩემმა ხელმძღვანელმა მაშინ ვერ მოახერხა წამოსვლა და სრულიად მარტო აღმოვჩნდი ამ პროექტის გენერალურ დირექტორთან. ეს ყველაფერი მაშინ დიდ “მაილსთოუნად” მეჩვენებოდა.

“ისთ ფოინთში” მოვხვდი ჰედჰანტერის მეშვეობით. ამას დაემატა იმავე საინვესტიციო ჯგუფის მეორე პროექტიც – “თბილისი გარდენსი”. ორივე პროექტი ახლად იდგამდა ფეხს, ამდენად, ჩემთვის საინტერესო იყო და არის.

თეიკო ლომინაძე – “ისთ ფოინთისა” და “თბილისი გარდენსის” მარკეტინგის დირექტორი.

ცვლილებებსაც აქვს გემო! – Coca-Cola-ს ვიდეორგოლი

საქართველოს ბიუჯეტის მონიტორინგის მიზნით შექმნილმა პორტალმა World Summit Award მოიპოვა!