in

ტექნიკური კომპანიები და საავტორო უფლებები გენერაციული AI-ის მიმართულებით

გენერაციული ხელოვნური ინტელექტით კომპანიებმა პროდუქტები თუ მომსახურებები მეტად მიმზიდველად აქციეს. მაშინ, როცა Adobe-მ იგი შემოქმედებით ინდუსტრიაში შემოგვთავაზა, Shutterstock-მა მისი მოქნილობისა და სისწრაფის შემოქმედებითი მარკეტინგისთვის გამოყენების საშუალება მოგვცა. 

მათ ერთი რამ კიდევ აერთიანებთ — სურათებისა და ვიდეოების ფართო სპექტრს ფლობენ, რომელზეც AI მოდელებს წვრთნიან. შესაბამისად, იციან გამოყენებული მასალების წყარო და შეუძლიათ, თამამად მოითხოვონ ანაზღაურება საავტორო უფლებებისთვის ნებისმიერი საჩივრის საპასუხოდ, რომელსაც მათ მომხმარებლებს წარუდგენენ… ეს განსაკუთრებით ჭკვიანური მარკეტინგული ტექნიკაა კომპანიებისთვის, რადგან ორივე AI-ს გამოყენების ფუნდამენტურ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზს უსვამს, რომ ეს საკითხი თავიანთ მომხმარებლებს აღარასდროს შეაწუხებთ. 

საინტერესოა ისიც, რომ გენერაციული AI-ის მიერ შემუშავებული კონტენტის ირგვლივ საავტორო უფლებების საკითხმა მას შემდეგ წამოიწია წინ, რაც ამერიკულმა ვიდეო თამაშების ავტორმა Valve-მ გამოაცხადა, რომ პლატფორმაზე AI აქტივებს აღარ დაუშვებდა… აქ კი Adobe-სა და Shutterstock-ს ეძლევათ შანსი, დაამტკიცონ, რომ ისინი სფეროში ეთიკურ ლიდერებს შორის არიან. თანაც ახალი პროდუქტების გამოშვებისას ყოველთვის ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ მათი გამოყენება კომერციულად უსაფრთხოა და არსებული მიდგომები გამჭვირვალობის პრინციპს ეფუძნება. 

ამგვარად, ახლა დებატებმა გამომქვეყნებლებსა და პლატფორმებს შორის იჩინა თავი, თუ როგორ მიიღონ კომპენსაცია და ანაზღაურება იმ კონტენტის გამოყენებისთვის, რომელიც AI-ის ტრენინგისთვისაა საჭირო…

„ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პოტენციალი ციფრულ სივრცეში კრეატიულობის გასაძლიერებლად ნამდვილად ამაღელვებელია და ვეთანხმები, რომ საავტორო უფლებების კანონებიც ამ ახალ რეალობას უნდა მოერგოს, თუმცა მარტო ეს არ არის საკმარისი. ყველაზე მნიშვნელოვანი აშკარა თანხმობაა. ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც გენერაციული კონტენტი კომერციულად სიცოცხლისუნარიანი გახდება, — აცხადებს კრისტენ სანგერი, Storyblocks-ის ვიცე-პრეზიდენტი.

გამოდის, გარდა იმისა, რომ Shutterstock-სა და Adobe-ს მათი კონტენტის გამოყენებისთვის ანაზღაურება შეუძლიათ მოითხოვონ, ასევე აქვთ უფლება, თამამად განაცხადონ, რომ გენერაციულ AI-ს ეთიკური გზით წარმოგვიდგენენ. ხოლო ბრენდებისთვის, რომლებიც მარკეტინგის უახლეს ტექნოლოგიურ ტენდენციებს ახლა ეცნობიან, ეს ამბავი საკმაოდ მიმზიდველად ჟღერს…

Fiat მონოტონურ ნაცრისფერს დემონსტრაციული კამპანიით ემშვიდობება

„ვარსკვლავური ომების“ 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თემატურ მონეტებს უშვებენ