დღევანდელ სამყაროში ტექნოლოგიები მოწინავე ინდუსტრიას წარმოადგენს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი თუ პატარა კომპანია ცდილობს, ახალი ტექნოლოგიური ტენდენციები დაამკვიდროს. ცხადია, ინოვაციური პროდუქტის შექმნა საინტერესო, ყველასაგან განსხვავებულ იდეებს საჭიროებს – ასეთი იდეები კი, უმეტესად, სწორედ ნოვატორი ადამიანებისა და მათი შთაგონებისგან მომდინარეობს.
ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას წარმოადგენს ქართული ინვესტორ ანგელოზთა ქსელის, თბილისის მერიისა და საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებული “აქსელი” (ქართულ ანგელოზ ინვესტორთა ქსელი), რომელიც Rooms Hotel Tbilisi-ში 20-21 ოქტომბერს გაიმართება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, Angel Investor-ების პრეზენტაციებსა და ვორქშოფებს დაესწრონ, რომლებიც ისეთი ორგანიზაციების წევრები არიან, როგორიცაა: DanBAN (Danish Business Angels), FiBAN (Finnish Business Angels Network), Business Angels Norway, EstBAN (Estonian Business Angels Network, Startup Wise Guys) და სხვ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ე. წ. ანგელოზი ინვესტორები დამოუკიდებელი ინვესტორები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ დებენ კომპანიაში ინვესტიციას, როცა იგი ადრეულ ეტაპზეა. შეიძლება ითქვას, სწორედ მათ მიუძღვით უდიდესი წვლილი მცირე ბიზნესების განვითარება/პროგრესირებაში.
ახლა კი წარმოგიდგენთ ღონისძიებაში მონაწილე Business Angel-ებისა და ნეთვორქის მენეჯერების ჩამონათვალს:
ეს მაიკლ ჰენსენია, Danish Business Angels-ის აღმასრულებელი დირექტორი. მას დიდი გამოცდილება აქვს ბიზნესის განვითარებაში, სხვადასხვა ინდუსტრიებისა და განშტოებების მიმართულებით. მაიკლმა ბიზნესის განვითარებაში წვლილის შეტანის მიზნით, 1000-ზე მეტი კომპანია და სტარტაპი შეამოწმა, ჩაატარა შეხვედრები ინვესტორებთან და დაქირავებულ მართვის ორგანოებთან. სწორედ მაიკლ ჰენსენი იყო 8 წლის განმავლობაში Odense-ის ეკოსტისტემისა და რობოტული ცენტრის მშენებობლის ცენტრალური ნაწილი.
სის მელსენი, მთავარი ოპერაციული ოფიცერი Danish Business Angels-ში – იგი, აქ გამოცდილების ეკონომიკის მაგისტრის ხარისხით ბოლო 5 წელია მუშაობს. როგორც თავად აღნიშნავს, მელსენი უმეტეს ენერგიას “ანგელოზთა” განათლების მიმართულებით იყენებს, რათა სტარტაპ ეკოსისტემაში პროფესიული დონის ამაღლება გახდეს შესაძლებელი. ცხადია, ამას წინარე გამოცდილებაც ხელს უწყობს, როგორიცაა სტრატაპების სხვა სტრატეპებთან დაკავშირება და მათი ბიზნესის ზრდა/მასშტაბირება.
ანგელოზი ინვესტორი სტენ ნაიმარკი საინვესტიციო საბანკო და საფინანსო სფეროს გამოცდილი წარმომადგენელია. მას დიდი გამოცდილება და საჭირო უნარ-ჩვევები აქვს როგორც კაპიტალის მოზიდვის, ვალის რესტრუქტურიზაციის, ისე სავალო კაპიტალის ბაზრებისა და რისკების მართვის თვალსაზრისით. გარდა ამისა, სტენი მუშაობდა სტრატეგიის შემუშავებაზე, განხორციელებასა და მონიტორინგზე (ბაზრის სეგმენტირება, კომერციული სტრატეგია, ფართომასშტაბიანი IT რეალიზება, სტრატეგიული დაფის შემუშავება და სხვ.).
საგულისხმოა, რომ სტენ ნაიმარკმა მენეჯმენტის დონეზე წარმატებით დაასრულა დიდი რაოდენობის გარიგებები და პროდუქტები. იგი მუშაობდა როგორც სხვადასხვა კომპანიაში, ისე კერძო კაპიტალით.
ალან სანდერსკოვ დარრე აღნიშნავს: “როგორც ანგელოზი ინვესტორისთვის, საბჭოს პროფესიონალი წევრისა და სერიული მეწარმისთვის, ჩემი ბიზნეს ფილოსოფია სტანდარტული აზროვნების გამოწვევა იყო – ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბაზრების შექმნის მეშვეობით”. ალანმა 2004 წელს შექმნა კომპანია Freetrailer, როგორც ახალი კავშირი საცალო ვაჭრობასა და მომხმარებელს შორის. უკვე 2018 წელს კი Freetrailer საფონდო ბირჟაზე აღმოჩნდა.
ბოლო 30 წლის განმავლობაში ალანმა დიდი გამოცდილება და ცოდნა დააგროვა IPO-სა და M&As-ში. დღეისათვის, მთლიოაბაში მან მატერიალური და გონებრივი რესურსის ინვესტიცია 35-ზე მეტ დამწყებ კომპანიაში ჩადო – უპირველესად ტექნოლოგიების, ფინანსებისა და გაზიარების ეკონომიკის მხრივ.
სვაინ-მაგნუს სორენსენი ნორვეგიის ანგელოზი ინვესტორების საბჭოს წევრი და ინვესტორია. იგი წარმატებული ტექნოლოგიური ინჟინერი, დამწყები კონსულტანტი და მეწარმეა, რომელსაც ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში აქვს როგორც მაგისტრის ხარისხი, ისე სამუშაო გამოცდილება.
აღსანიშნავია, რომ სორენსენი ნორვეგიის ანგელოზი ინვესტორების დირექტორთა საბჭოს წევრი და აქტიური ანგელოზი ინვესტორია 20-ზე მეტი ინვესტიციით. ამასთანავე, იგი დამწყები საინვესტიციო მენტორია WIN Women Investors Network-ში; რამდენიმე პროფესიული ტექნოლოგიური საზოგადოების დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, როგორიცაა Cantara და Oslo Open Data Forum.
გარდა ამისა, სორენსენმა არაერთ ადგილობრივ და საერთაშორიო ტექნოლოგიურ კონფერენციაზე შეითავსა სპიკერის ფუნქცია.
იორნ ლაინ-მათისენი ნორვეგიაში ანგელოზი ინვესტორების მმართველი დირექტორია. იგი ერთ-ერთი წამყვანი სკანდინავიელი ანგელოზი ინვესტორია, რომელიც სპეციალიზებულია პირველი ანგელოზის, პირველი კერძო ფულის როლში. სწორედ იორნმა დააფუძნა ნორვეგიაში “ქოლგის ეროვნული ასოციაცია”, რომელიც სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების ყველა ანგელოზის ასოციაციას აერთიანებს. ასევე, იორნი NordicBAN-ის ორი ოფიციალური დამფუძნებლიდან ერთ-ერთია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მან პირადად განახორციელა 65 ანგელოზის ინვესტიცია. იორნს საფუძვლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო საჯარო სექტორში, როგორიცაა ევროკავშირი, ეროვნული პოლიტიკიდან, კორპორაციიდან და სტარტაპებიდან.
რიტა ანსონი ნორვეგიის ანგელოზი ინვესტორების პროექტ-მენეჯერია. მას ბიზნესის განვითარების 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ასევე, მონაწილეობს სამეწარმეო განათლებისა და საინვესტიციო სასწავლო პროგრამების ორგანიზება/განხორციელებაში – თითოეული ასეთი პროგრამა კი ნორვეგიასა და სხავადასხვა ქვეყანას შორის ცოდნის გაცვლის გაუმჯობესებას ემსახურება. ასეთია, მაგალითად, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სკანდინავიური ანგელოზის პროგრამა ჰორიზონტი 2020.
გარდა ამისა, საგულისხმოა რიტას გამოცდილება პარტნიორთა შესაძლებლობების მოძიებასა და სხვადასხვა დაფინანსების პროგრამის შემოთავაზებების მართვაში. მას კარგად ესმის, თუ როგორ შეუძლი დამწყებ კომპანიას პოტენციალის განვითარება და ინვესტორების მოზიდვა.
ნორვეგიის ანგელოზი ინვესტორების თავმჯდომარე და სკანდინავიური ანგელოზების პროგრამის წამყავნი ანგელოზი ასმუნდ მანდალი გახლავთ. იგი გამოცდილი მმართველი დირექტორია ნავთობისა და ენერგეტიკის ინდუსტრიაში. ასევე, წარმატებული მიღწევები აქვს მოლაპარაკებების, ნავთობის, გაზის, სტრატეგიული შესყიდვებისა და მენეჯმენტის სფეროში.
ასმუნდმა 1996 წლიდან 45 “ანგელოზური ინვესტიცია” განახორციელა და ერთ-ერთია იმ სამი ცნობილი ანგელოზისგან, რომელსაც მასშტაბური პორტფელი და 2 მილიონი ნორვეგიული კრონა აქვს. იგი რეგულარულად ატარებს გამოსვლებსა და ლექციებს ანგელოზთა ინვესტიციების შესახებ, მათ შორის სკანდინავიელ მსახიობებთან.
გარდა ამისა, ასმუნდ მანდალი ნიგერია-ნორვეგიის სავაჭრო პალატის დამფუძნებელია. სხვადასხვა ორგანიზაციაში თავმჯდომარეობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, იგი ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე გახდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანგელოზთა ფართო ქსელში ჩაერთო.