in

ტექნოლოგიები დროს გვართმევს თუ გვითავისუფლებს? — კვლევა

ერთი შეხედვით, ტექნოლოგიები კი დროს გვაზოგვინებს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის… თეორიულად, მობაილ ბანკის არსებობა სამსახურის შესვენებაზე ბანკში ჩასვლისგან გვათავისუფლებს, მაგრამ კვლევის თანახმად, საქმე ამაში სულ არაა… 

სოციალური მედიაც კი შთააგონებს ადამიანებს, მოტივაციას აძლევს და განტვირთვაშიც ეხმარება მათ, თუმცა კვლევა კვლავ ამბობს, რომ ადამიანები თავს დამნაშავედ გრძნობენ, რცხვენიათ და ნანობენ კიდეც, თავისუფალი დრო ონლაინ აქტივობებს რომ დაუთმეს. დიახ, ისინი ონლაინ აქტივობებს ნაკლებად ავთენტურად მიიჩნევენ და ბევრად ამჯობინებენ რეალურ ინტერაქციებს. და თუ ტელეფონს ცოტა ხნით გადავდებთ, დროც გამოგვიჩნდება იმ საკვების მოსამზადებლად, რომლის რეცეპტსაც ონლაინ ვუყურეთ… 

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სახლში თუ ჰიბრიდულად მუშაობის პირობებში პირად და პროფესიულ დროებს შორის არსებული ზღვარი წაიშალა… ცხოვრების ტემპიც მეტად ჩქარი გახდა, ახლა ონლაინ შეხვედრები გვაქვს და აღარ გვიწევს ქვეყნებს, ქალაქებსა თუ ოფისებს შორის სიარული. ელ.ფოსტებმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა კომუნიკაცია. ეს კი დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ, თუმცა, როცა ტექნოლოგიები ცუდად მუშაობს, ჩვენ უფრო მეტ საქმეს გვაკისრებს, თავსაც ცუდად გვაგრძნობინებს და შედეგებიც ნაკლებად ეფექტურია…

ტექნოლოგიები დროს კი გვითავისუფლებს, მაგრამ შემდეგ უნდა დააკვირდეთ, რისთვის გამოიყენებთ მას. ხშირად ნორმალურია, თუ ძალიან ცოტას ან საერთოდ არაფერს გააკეთებთ. ხოლო სამსახურში დამსაქმებლებმა და თანამშრომლებმა უნდა შექმნან გარემო, სადაც კავშირის არქონა ჩვეულებრივი ნორმა გახდება. ეს გულისხმობს, რომ თქვენ გაქვთ რეალური მოლოდინები იმის შესახებ, თუ რას შეიძლება მიაღწიონ ნორმალურ სამუშაო პირობებში.

საფრანგეთსა და იტალიაში უკვე კანონიც კი არსებობს, რომელიც ამის უფლებამოსილებას ანიჭებს თანამშრომლებს. ეს ერთადერთი გზაც შეიძლება იყოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტექნოლოგიები ჩვენი დროის მოპარვას შეწყვეტს. იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ თანამშრომლებს არ აქვთ ვალდებულება, სამუშაო საათების მერე კონტაქტურები იყვნენ და შეუძლიათ, უარი თქვან სახლიდან ციფრული საქმეების შესრულებაზეც… 

ამგვარად, ცოტა რთულია იმის გადაჭრით თქმა, ტექნოლოგიები გვპარავს თუ, პირიქით, გვითავისუფლებს დროს, მაგრამ უმჯობესია, თუ თქვენს ჭკვიან საათს იმის შესახსენებლად გამოიყენებთ, რომ დროა მუშაობა შეწყვიტოთ.

22 დეკემბერს პლასტმასის შემცირებისა და გადამუშავების შესაძლებლობებზე ღონისძიება გაიმართება

შეცდომა, როგორც მარკეტინგული ხრიკი — Starbucks და არასწორი სახელები