ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი და ორგანიზაცია გამოდის ტრადიციული ზოოპარკების წინააღმდეგ, სადაც ცხოველები გალიებში გამოკეტილ რეალობაში ექცევიან. სწორედ ამ მზარდ ტალღას ეფუძნება ჩესტერის ზოოპარკის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც, დამთვალიერებლები ნამდვილი ცხოველების ნაცვლად, ტექნოლოგიებით შექმნილ გიგანტურ სპილოებს, დელფინებს, მღელვარე ლომებს, ყინულოვან პალიტრას და თოვლიან, ჯადოსნურ სამყაროებს იხილავენ.
პროექტი ზამთარში ამოქმედდება, მანამდე კი თემატური ვიდეორგოლები შექმნეს — ცოცხალი მოქმედებით, ხელნაკეთი მინიატიურული ნაკრებით, რომელშიც 2D ანიმაციური პერსონაჟებიცაა გამოყენებული. „ჩვენი ახალი Lanterns and Light ღამის ღონისძიება ზოოპარკს სანახაობრივ სადღესასწაულო ბილიკად გადააქცევს. ამიტომაც, გვჭირდებოდა კამპანია, რომელიც ისეთივე კრეატიული, გამორჩეული და უნიკალური იქნებოდა, როგორც თავად ამბავი“.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთი პროექტია და იმას არ ნიშნავს, რომ ტრადიციული ზოოპარკის კონცეფცია სრულად ჩანაცვლდება… თუმცა უკვე მნიშვნელოვანი საწყისია მისი განსხვავებული გზებით განვითარებაში.