in

„10 წლის განმავლობაში, JTI-ში 7 პოზიცია შევიცვალე და 4 ქვეყანაში მასშტაბური ბრენდების მენეჯერი გავხდი“ – თეკო გოჩაშვილი

ჩემი და JTI-ის მეგობრობა 2012 წლის მარტში დაიწყო. მაშინ უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და პარალელურად, ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი. უკვე დრო იყო, დამეწყო აქტიური კარიერული განვითარება. რამდენიმე ვაკანსიაზე შევიტანე განაცხადი, მათ შორის ძალიან დამაინტერესა JTI-მ, როგორც საერთაშორისო კომპანიამ და არჩევანიც შედგა.

JTI-ის ადამიანური რესურსების გუნდს შევუერთდი. ფანტასტიკური სამუშაო გარემო და გუნდი დამხვდა – იმ დროისთვის განსაკუთრებით თანამედროვე, პროგრესული და შეკრული. ერთხელ, როდესაც ჩემგან ინტერვიუ აიღეს, ვთქვი კიდეც, რომ ეს ჩემთვის ქართული Google-ის ვერსიაა-მეთქი. JTI-ში კარიერა, ოფისის კოორდინატორის პოზიცით დავიწყე, თუმცა მალევე დავწინაურდი ოფისისა და გარემოს უსაფრთხოების კოორდინატორად. ადმინისტრაციულ ფართო სპექტრს კომპანიის კორპორაციული ღონისძიებებიც რომ დაემატა, სწორედ მაშინ მივხვდი, საით მსურდა გზის გაგრძელება.

ჩემი შემდეგი ნაბიჯი კომპანიის მარკეტინგის გუნდში იყო. ენერგიულად და დინამიკურად შევუდექი მასშტაბურ ბრენდებზე მუშაობას. მაშინ ვიგრძენი, რომ წინსვლას ვერაფერი შეაჩერებს, საჭიროა მხოლოდ მოინდომო, არასოდეს შეუშინდე სირთულეებს, ბევრ საქმეს, შეცდომებს, რომ გაიმარჯვო, მაგრამ არც ამის შემდეგ უნდა შეჩერდე.

ჩვენი თანაცხოვრება მალე 10 წელს მოითვლის და ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველი წელი ამ კომპანიაში ჩემს უკეთეს ვერსიად მაქცევს. ეს არ მოხდებოდა, რომ არა ის ადამიანები, გუნდი და გარემო, რომელიც აქ დამხვდა. ყოველ ახალ ვაკანსიაზე პირველ რიგში არსებულ თანამშრომლებს ვითვალისწინებთ. ეს ორმხრივი პროცესია: შენ წარმოაჩენ საკუთარ თავს, კომპანია კი გხედავს. ამ წლების მანძილზე, 7 პოზიციაზე ვიმუშავე, 4 ქვეყენაზე და უამრავი პროფესიონალი გავიცანი, რომლებმაც გავლენა იქონიეს ჩემს პროფესიონალურ ზრდაზეც. JTI ყოველთვის იყო კომპანია, რომელიც მეტია, ვიდრე მხოლოდ დამსაქმებელი.

დღესდღეობით, ვარ მასშტაბური ბრენდების მენეჯერი 4 ქვეყანაზე და ყოველდღიურად მაქვს ურთიერთობა უამრავ სხვადასხვა ეროვნების თუ პროფესიის ადამიანთან. ერთად ვქმნით, ერთად ვფიქრობთ, ვკამათობთ, ერთად ვიზრდებით და ეს ძალიან მაგარია.

თეკო გოჩაშვილი – JTI-ის მასშტაბური ბრენდების მენეჯერი.

The Matrix Awakens: An Unreal Engine 5 Experience უკვე ხელმისაწვდომია!

Nike-მა შეისყიდა კომპანია, რომელიც მეტავერსისთვის NFT ფეხსაცმელს ამზადებს