in

ფესტივალი TELA 12-14 ივლისს ასურეთში გაიმართება

თანამედროვე ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ სამყაროში, როდესაც გარემო ყოველდღე უამრავი ტოქსიკური ნარჩენით ბინძურდება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტის მოფრთხილება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა მდგრადი განვითარებისა და მწვანე ალტერნატივების შესახებ. სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება ასურეთში დაფუძნებული ფესტივალი TELA, რომელიც საერთო გამოცდილებაში აერთიანებს ბუნებას, ტექნოლოგიას, ხელოვნებასა და მუსიკას.

TELA 2024 12-14 ივლისს გაიმართება თბილისიდან 45 კილომეტრში მდებარე ულამაზესი ხეობებით, ტყეებით, ჩანჩქერებით გამორჩეულ ასურეთში და ფესტივალის პირველი დღე მიწის სტიქიას დაეთმობა. ფესტივალი მოიცავს ღონისძიებების სერიას, რომელიც ხუთ ნაწილად არის დაყოფილი და თითოეული მათგანი ცალკეულ ელემენტს ეძღვნება, ესენია: მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი და სამყარო. 

საგულისხმოა, რომ TELA-ს მთავარი მიზანი ბუნებასა და ადამიანებს შორის არსებული ჰარმონიული განცდის აღდგენაა. ორგანიზატორებს სურთ, მეტად გაზარდონ ცნობიერება იმის შესახებ, თუ როგორ ნეგატიურად მოქმედებს მხოლოდ მომხმარებლობითი დამოკიდებულება პლანეტაზე… უნდა გავიაზროთ, რომ რაღაც უფრო დიდის ნაწილები ვართ. ამ ერთიანობის განცდას კი სწორედ მუსიკით, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნებით, შემოქმედებითობითა და შთაგონებით, სამყაროსთან სინერგიით მივაღწევთ.

ამიტომაცაა, რომ TELA ფესტივალის სამყარო სხვადასხვა სფეროს არტისტებისა და პროფესიონალების კოლაბორაციით იქმნება, რომლებიც შთამბეჭდავი კულტურული გამოცდილების შესაქმნელად გაერთიანდნენ.

ღონისძიებაში 50-მდე გამორჩეული ქართველი და უცხოელი არტისტი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც შთამბეჭდავი კულტურული გამოცდილების შესაქმნელად გაერთიანდნენ და 3 დღის განმავლობაში 4 სხვადასხვა სცენაზე დაუკრავენ. რაც შეეხება ფესტივალის სივრცისა და სცენების ვიზუალურ ნაწილს, ამაზე ორი გამორჩეული არტისტი იმუშავებს ­— თედო რეხვიაშვილი და მაკო ლომაძე.

აღსანიშნავია, რომ TELA 2024-ის ფარგლებში გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგად რამდენიმე არტისტი შეირჩევა, რომელთა ეკომეგობრული ინსტალაციებიც განთავსდება ფესტივალის ტერიტორიაზე.

ფესტივალის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

ლაინაფი: Admo LIVE ✦ ALCI ✦ Annatron ✦ Answer Code Request ✦ Ash Scholem B2B Dalı ✦ Bambounou ✦ Bekuchi B2B Pasha ✦ Cristian Sarde ✦ Dito B2B Kvanchi ✦ Generali Minerali LIVE ✦ GiGi ✦ Gio Shengelia ✦ Helena Hauff ✦ Huerta ✦ Ika B2B Usherenko ✦ IKAKO B2B BEQA ✦ Jimi Jules ✦ Kraumur ✦ Liza Rivs ✦ Mancho ✦ Merouj ✦ Noizar ✦ Nu Zau B2B Sepp ✦ Oshana ✦ OTHR ✦ Pin B2B Pau Pérez ✦ Randomer ✦ Rhadoo ✦ Saphileaum LIVE ✦ Sibil ✦ Silverlining ✦ Tobako Tween ✦ Terence Fixmer ✦ tevz B2B Toke ✦ TIBE ✦ Tomma B2B Nika J ✦ Trikk ✦ Vera ✦ UCHA ✦ Yamagucci.


მსგავსი ღონისძიებების არსებობა და აქ მიღებული გამოცდილება ერთგვარი შეხსენებაა, რომ ურბანულ გარემოშიც კი შეგვიძლია ბუნებასთან კავშირის შესანარჩუნებლად. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნებით ან როგორია ყოველდღიურობის ტემპი, გარემოზე ზრუნვა თუ ფიქრი ყველგან და ყოველთვის ჩვენი ბუნებრივი „ვალია“.

[R]

Paris 2024-ისთვის შექმნეს უნიფორმა, რომელიც ინფრაწითელ სხივებს ბლოკავს

Johnnie Walker-ის გამოწვევის ერთ-ერთი გამარჯვებული მარკ ზიმნენკო გახდა