თუკი სადმე სხვა კოხტა და მეგობრულ ადგილას გდომებიათ გადაცხოვრება, უსათუოდ იფიქრებდით თელავზეც. კახეთის გულში მდებარე პატარა, მშვიდი ქალაქი, განაშენიანების მიუხედავად, ინარჩუნებს ურბანულ იერსახეს და ბოლო წლებში სულ უფრო ადამიანისთვის იქცა სასურველ საცხოვრებელ ადგილმდებარეობად. თელავი ტურისტებისთვისაც საინტერესო მარშრუტია – ბუტიკურ კოხტა პატარა სასტუმროებში განთავსებული ვიზიტორები ქალაქის დათვალიერებას, ადგილობრივი კულტურის გაცნობასა და კავკასიონის ხედებით ტკბობას ახერხებენ. ამჯერად, ახალი ამბავი გვაქვს მათთვის, ვისაც თელავში საცხოვრებლად გადასვლა ან გასაქირავებლად ბინის შეძენა სურს. თელავის ცენტრთან ახლოს, სიმწვანით გარემოცულ უბანში, ლეონიძის #13-ში, Telavi Residence შენდება. რამდენიმესართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქის ურბანული სტილის გათვალისწინებითაა დაგეგმარებული. Telavi Residence სამ საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, თუმცა განაშენიანებაში ვრცელი ღია ტერიტორიაც გათვალისწინებულია, სადაც სათამაშო და მოსასვენებელი სივრცე და ავტოსადგომი. საცხოვრებლის ფართო აივნებიდან კი კავკასიონის ხედები იშლება.
Telavi Residence-ის პროექტის იდეა დავით ცოტნიაშვილსა და მის პარტნიორ არიქტექტორების გუნდს დაებადა. მრავალწლიანი გამოცდილებისა და არაერთი ცნობილი პროექტის განხორციელების შემდეგ, თელავში ჩამოსულები დიდი მწვანე სივრცით მოიხიბლნენ და ქალაქური სტილის გათვალისწინებით შეიმუშავეს პროექტი. დეტალებზე პროექტის თანაავტორი დავით ცოტნიაშვილი გვიყვება.
M: ბოლო წლებში განსაკუთრებით იმატა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც საცხოვრებლად დედაქალაქიდან რეგიონებში გადასვლას განიხილავენ. როგორია ამ კუთხით, თელავის პერსპექტივა?
თელავის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ყოველკვირეულად, დატვირთულია ადგილობრივი ბუტიკური სასტუმროები. ძალიან ბევრი ინტერესდება დედაქალაქიდან აქ გადმოსვლით და იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდი, ლამაზი და მეგობრული ქალაქია, თელავზე ხშირად აკეთებენ არჩევანს.
ხშირად ამბობენ, თელავმა მიჩვევა იცისო. თავიდან არ მჯეროდა, მაგრამ როცა ქალაქს სულ სხვა სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით ვეწვიე, ამ გარემომ იმდენად მომხიბლა, მომინდა საკუთარი პროექტი შემექმნა. განსაკუთრებით მომეწონა ეს ადგილი, რომელსაც გარშემო ვრცელი მწვანე ტერიტორია აქვს და ძალიან ახლოს არის ცენტრიდან. ვიფიქრე, აქ ძალიან ლამაზი, ურბანულ განაშენიანებასთან შერწყმული რამდენიმესართულიანი საცხოვრებელი გაშენდებოდა.
ეს ადგილი საინტერესოა მათთვისაც, ვისაც თელავში საცხოვრებლად სურს გადმოსვლა და მათთვისაც, ვისაც ბინის შეძენა და შემდგომ მისი გაქირავება უნდა.
M: რას აერთიანებს Telavi Residence-ის პროექტის კონცეფცია?
პროექტს აქვს გამორჩეული ადგილმდებარეობა, ქალაქის ისტორიულ ნაწილში. არქიტექტურული გადაწყვეტა მორგებულია ქალაქის ხასიათზე. თელავის ყველა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა ჩვენგან ძალიან ახლოს არის, ნადიკვარიდან 150 მეტრშია, ჩოხელის სტადიონთან. ამავდროულად, მშვიდი უბანია. Telavi Residence-ში გათვალისწინებულია გამწვანებული ეზო, საბავშვო მოედანი და თავშეყრის ადგილი და გარე ბუხარი, მეზობლური ურთიერთობებისთვის. საცხოვრებელი აგურის მოპირკეთებითა და მუქი თუნიქის გადახურვით იქნება მოწყობილი, რაც საინტერესო კომბინაციას ქმნის. გამორჩეული ადგილი უჭირავს ვრცელ აივნებს, საიდანაც კავკასიონის ხედი ჩანს. ჩვენ გარშემო ბევრი ბუტიკური სასტუმროა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად მიმზიდველია ეს ადგილი.
M: როგორ შეაფასებთ პროექტის მშენებლობის ხარისხს?
შემიძლია ვთქვა, რომ ესაა თბილისის დონის მშენებლობა. სამშენებლო პროექტში ჰაიდელბერგის ცემენტი გამოიყენება. ყოველი სამშენებლო მასალა საგულდაგულოდ მოწმდება ხარისხზე და დგება შესაბამისი ექსპერტიზა. ხარისხი პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი პროექტისთვის. გათვალისწინებულია ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ზომები, მოცულობითი ლიფტის სისტემა. ასევე, უზრუნველყოფილია თბოიზოლაცია.
M: რა გამოცდილება დგას Telavi Residence-ის უკან?
პროექტის სათავეში ვართ არქიტექტორები და ის ადამიანები, რომლებსაც დიდი გამოცდილება გვაქვს დიზაინისა და სამშენებლო სფეროში. ვფიქრობ, გამოცდილება თავად პროექტის ესთეტურ დიზაინსაც ეტყობა. არაერთი წლის განმავლობაში ბევრი ისეთი პროექტი განგვიხორციელებია, რომლის შესახებ ყველას გსმენიათ.
M: რა პერიოდს მოიცავს სამშენებლო პროცესი?
მთლიანად, სამშენებლო პროცესი თვრამეტ თვეზეა განაწილებული. ამ დროისათვის, პირველი ბლოკის შენება მიმდინარეობს, ჩასხმულია ორი სართული და მესამე სრულდება. პირველი ბლოკი ახალ წლამდე დასრულდება, მეორე ბლოკი 12 თვეში, მესამე კი – 18 თვეში.
დაინტერესებული პირებისთვის გათვალისწინებულია 10-დან 18 თვემდე შიდა უპროცენტო განვადება.
[R]