in

მანქანა, რომელიც რთველში მოსავალს თქვენ მაგივრად აიღებს

საქართველოში რთველი უკვე დაიწყო და თელავში, სოფელ კონდოლში, ვენახის რიგებს შორის კომბაინი გამოჩნდა, რომელიც ყურძენს კერფს და ახარისხებს. მოწყობილობა მხოლოდ მარცვალს იღებს და დღეღამის ნებისმიერ დროს შეუძლია მუშაობა.

 

 

 

„ყურძნის რიგი კომბაინის ქვედა მხარეს ექცევა. დანადგარს აქვს ვიბრატორები, რომლებიც ვენახს, მაღალი სიხშირით, არხევს. ასევე დამონტაჟებულია ასპირატორები, ზუსტად რომ აგიხსნათ, მტვერსასრუტის პრინციპით იწოვს ჩამოვარდნილ მარცვალს. შემდეგ, სპეციალური ქამრის მეშვეობით, ახარისხებს მათ, თან ისე რომ ათავისუფლებს ყველა დამანატისგან – ტოტი, ფოთოლი და ა.შ. ამის მერე, მარცვალი იყრება კომბაინის სპეციალურ სათავსოებში, რომელიც განთავსებულია მანქანის ორივე მხარეს.  ტექნიკა წონის, საზღვრავს ნედლეულის მოცულობას, აღნიშნავს სხვა პარამეტრებსაც. ამით ერთი ციკლი სრულდება – ოპერატორი იღებს შეტყობინებას, რომ კონტეინერები მზადაა დასაცლელად. კომბაინი მიდის სპეციალურ ტრაილერებთან, იცლება და აგრძელებს მუშაობას“, – ამბობს „თელავის ღვინის მარნის“ ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი.

როგორც აღმოჩნდა, ეს პირველი კომპანიაა, რომელსაც ყურძნის საკრეფი კომბაინი აქვს და საქართველოში, რთველში „სრულად კომპიუტერიზებული მანქანაც“ პირველად ჩაერთო. მანქანის მწარმოებელი New Halland-ია, რომელმაც, რამდენიმე წლის წინ, ვენახის კომბაინების ცნობილი ფრანგული ბრენდი „ბროდი“ შეიძინა.

ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, ყურძნის საკრეფი მანქანით, ღვინის მწარმოებელი რამდენიმე პრობლემას, ერთდროულად, აგვარებს:

ზ.რ. : ჩვენი ვენახები 300 ჰექტარზეა გაშენებული. ყურძენი ხშირად ისე მწიფდება, რომ რამდენიმე ბლოკი ერთდროულად არის დასაკრეფი. ასეთ დროს კი, როგორც წესი, მუშა ხელის პრობლემაა, რადგან საკმაოდ დიდი ადამიანური რესურსია საჭირო. არა და, მოსავალი დროულად არის ასაღები. რას ნიშნავს ეს?! ყურძენი რომ დამწიფდება, მაშინვე უნდა დაიკრიფოს, მხოლოდ ამ შემთხევაში დადგება საუკეთესო ხარისხის ღვინო, თუ ნაყოფი გადამწიფდება, ღვინის ხარისხი ეცემა. თანაც, დანაკარგიც ძალიან ბევრია. ამ კომბაინით კი, ყურძენს მაშინ მოკრეფ, როცა საჭიროა. შესაბამისად, მივიღებთ მაღალი ხარისხის პროდუქციას და თავიდან ავირიდებთ მნიშვნელოვან დანაკარგს. ტექნიკით კრეფას კიდევ ერთი დადებით მხარე აქვს: კლერტს საკმაოდ მაღალი წონა აქვს, ყურძნის მასის, დაახლოებით 5% შეადგენს. თუ კომბაინით კრეფ, მისი ორი მიმართულებით გადატანა აღარ გჭირდება – მანქანა მხოლოდ მარცვლებს იღებს, კლერტი კი ვაზზე რჩება, რაც გასხვლის დროს იყრება. ესეც დამატებითი ხარჯის თავიდან აცილებაა. მოკლედ რომ გითხრათ, ეს კომბაინი არის ძალიან ეფექტური, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაზოგის საშუალებას იძლევა.

M: რაიმე სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ვენახი, ამ კომბაინით რომ ყურძენი დაიკრიფოს? 

ზ.რ. : ვენახი უნდა იყოს სწორად გაშენებული: რიგის სისწორე, ვენახის გასხვლის პრინციპი, ერთ ადგილზე კონცენტრირებული ყურძნის კრეფის ზონა და ა.შ. ასეთი ნიუანსები დაცული უნდა იყოს, რომ კომბაინმა იმუშაოს. ჩვენი ვენახები ყველა ამ პარამეტრს აკმაყოფილებს და შესაბამისად, მანქანაც ეფექტურად მუშაობს. გარდა ამისა, სჭირდება სპეციალური ტრაილერები, რომელიც დამარცვლულ ყურძენს გადაზიდავს, მიმღები პუნქტი ისე ექნება მოწყობილი, რომ ყურძნის წვენი არ დაიღვრება. ამ კომბაინის შეძენა, შეიძლება, ყველამ ვერ მოახერხოს. ამიტომ, ვფიქრობთ, გაქირავების სერვისზეც, თუ კომპანიის ვენახი იმ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, რომ ყურძენი ტექნიკით დაიკრიფოს.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული კატეგორიის ღვინისთვის, ყურძენი, ამ ტექნიკით არ იკრიფება.

„იმ კონკრეტული კატეგორიის პროდუქციისთვის, რა თქმა უნდა, მოსავალს ხელით ვიღებთ“.

“ერთმა ჰოსტელმა შექმნა ხელწერა, რომელიც ბრენდად უნდა გვექცია” – “შავი პომიდორი” თბილისში

ბილბორდში განთავსებული სასტუმრო ფუტკრებისთვის – McDonald’s-ის კამპანია