6
Dec
2018

7 დეკემბერს თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება

6 Dec 2018

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 7 დეკემბერს თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებისათვის დასაქმების ფორუმი გაიმართება. დასაქმების ფორუმზე 30-მდე დამსაქმებელი 1000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი. ფორუმში მონაწილე დამსაქმებლები საბანკო და საფინანსო, დაზღვევის, სამედიცინო და ფარმაცევტული, მსხვილი სავაჭრო და სადისტრიბუციო ქსელების, მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებიდან არიან. აღნიშნულ ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული მსურველები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმში მონაწილეობა შეუძლია კახეთში მცხოვრებ ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

 

“ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.” – ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს FB გვერდზე.

მისამართი: კახეთი, ქ. თელავი, ერეკლე II გამზირი N1 (თელავის ისტორიული მუზეუმი), 13:00-15:00 სთ.

რეგიონალური ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

 

განხილვა