in

მისის კლაუსიც იწყენს, როცა სანტა საჩუქრების დასარიგებლად მიდის…

პოპ კულტურისა და სარეკლამო ცნობების მიხედვით, ქალბატონი კლაუსი, როგორც წესი, წლის ამ დროს დამხმარეების ლეგიონებითაა გარშემორტყმული —ადამიანებით და ელფებით. მაგრამ რა შეიძლება ითქვას შობაზე, როდესაც აქტივობა ჩერდება ჩრდილოეთ პოლუსზე და სანტა კლაუსი მთელ მსოფლიოში არიგებს საჩუქრებს?

Teleflora-ს ახალ კამპანიას თუ დავუჯერებთ, დაცარიელებული სახლი მისის კლასუსისთვისაც მარტოსულობის მომგვრელია. ბევრი სეზონური რეკლამის მსგავსად, ბრენდმა ეფექტურად გამოიყენა ეს „მოცემულობა“ საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის. მისი მიზანია, მარტოობისა და მოწყენილობის განცდა სწორედ ყვავილებით გაფანტოს.

ახალ კამპანიაზე The Wonderful Company-ის გუნდმა იმუშავა. პოლონეთში გადაღებული რეკლამის სიუჟეტი ასეთია: 24 დეკემბერია, ქალბატონი კლაუსი ბუხართან მარტოა, ამზადებს საჭმელს (ერთისთვის) და უაზროდ ათვალიერებს თავისი შრომისმოყვარე ქმრის სურათებს. სამწუხაროდ, ერთგული ოთხფეხა მეგობრების კომპანიონობაც კი ვერ ამხნევებს მას… მაგრამ სევდას მოულოდნელად მიღებული ყვავილების თაიგული არღვევს, თავისი წერილით: „მეც მენატრები. სიყვარულით, ნიკ“.

„ბევრისთვის შობა წელიწადის ყველაზე მარტოსული დროა. შეახსენეთ მათ, რომ ისინი უყვართ“.

„ბოლო წლებში მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით — პანდემია, რეცესია, ომი საზღვარგარეთ და ამან, რა თქმა უნდა, სადღესასწაულო განწყობაზეც იქონია გავლენა. ჩვენ გვესმის გაცნობიერებული ჟესტის ძალა, რის გამოც ხალხს მოვუწოდებთ, ერთმანეთს მზრუნველობა და ყურადღება აგრძნობინონ“, — აღნიშნავს დანიელ მეისონი, Teleflora-ს მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი.

P.S. მისის კლაუსს საჩუქრები რომ ახარებს, ამაზე Marks & Spencer-ის რეკლამაც მეტყველებს.

ნახეთ: სკულპტურა, რომელიც უსახლკარობის პრობლემას ეხება

რას ეძებდნენ 2022 წელს Google-ში?