in

უნდა დავტოვოთ თუ არა ტელეფონი დასამუხტად მთელი ღამით?

ალბათ, ეს კითხვა ბევრჯერ გსმენიათ და თუ თქვენც ერთ-ერთი ხართ მათ შორის, ვინც ტელეფონს მთელი ღამით ტოვებს დასამუხტად ან მანამ, სანამ 100-%-ს არ მიაღწევს მაშინ, ქვემოთ მოცემულ რჩევებს აუცილებლად უნდა გაეცნოთ… თუმცა მანამდე თავად ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ვისაუბროთ. Apple-ის თანახმად, ჩვეულებრივი ბატარეა თავდაპირველი სიმძლავრის 80%-ს 500 სრულ დამუხტვის ციკლში ინარჩუნებს, როცა ეს ნორმალურ პირობებში ხდება.

რეალურად, ამას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, წარმოებისა და ქიმიური ასაკის ჩათვლით. ეს უკანასკნელი ბატარეის თანდათანობით დეგრადაციას ეხება ისეთი ცვლადების გამო, როგორებიც ტემპერატურული, დამუხტვა-არდამუხტვის ან მთლიანი გამოყენების ციკლია. დროთა განმავლობაში კი ლითიუმ-იონური ბატარეების ქიმიური დაბერება დამუხტვის სიმძლავრესა და ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს. 

ხოლო, თუ კვლევას დავეყრდნობით, 2019 წლის სმარტფონის ბატარეამ საშუალოდ 850 სრულ დამუხტვის ციკლს უნდა გაუძლოს, სანამ სიმძლავრის 80%-ზე ჩამოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2 ან 3-წლიანი გამოყენების შემდეგ თავდაპირველი სიმძლავრის მხოლოდ 80% დაგრჩებათ, შემდეგ უკვე სიმძლავრე მეტად სწრაფად იკლებს… ახლა კი მთავარ კითხვას დავუბრუნდეთ:

უნდა დავტოვოთ თუ არა ტელეფონი დასამუხტად მთელი ღამით?

ღამით ტელეფონის დამუხტვა ბატარეის დაბერების პროცესს აჩქარებს, ხოლო მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა რომ უზრუნველყოთ, სრული დამუხტვის ციკლი, ანუ 0-დან 100%-მდე ასვლა უნდა აირიდოთ თავიდან. ამას სამსუნგიც ადასტურებს — ბატარეის 100%-მდე დამუხტვა ძალიან ხშირად უარყოფითად იმოქმედებს ბატარეის მთლიან სიცოცხლის ციკლზე. მსგავსად, ბოლომდე დამუხტული iPhone-ის დიდხანს გაჩერებაც საფრთხეს უქმნის ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამიტომ, რეკომენდებულია ტელეფონები მხოლოდ 80%-მდე დამუხტოთ.

შესაძლებელია თუ არა ტელეფონი ზედმეტად დაიტენოს? 

თეორიულად, შეიძლება ლითიუმ-იონური ბატარეები გადაიტენოს. ამას კი უკვე ისეთ უსაფრთხოების რისკებამდე მივყავართ, როგორებიცაა ბატარეის გაცხელება და ცეცხლის გაჩენა. კარგი ამბავი ის არის, რომ თანამედროვე ტელეფონებს ჩაშენებული დაცვის სისტემა აქვს, რომელიც ავტომატურად აჩერებს ბატარეის 100%-ზე მეტით დამუხტვას, რათა ნებისმიერი ზიანი აღკვეთოს. თუმცა როგორც კი ბატარეა 99%-ზე ჩამოვა, იგი ხელახლა დაიწყებს დამუხტვას…

რჩევები, რომლითაც თქვენი ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობას გაზრდით:

  1. დააინსტალირეთ უახლესი პროგრამული განახლება, რათა თქვენი ტელეფონიც დაეწიოს მწარმოებლისგან ბატარეის ეფექტურობის გაუმჯობესებას.
  2. გამოიყენეთ ორიგინალი ან სერტიფიცირებული დამტენები, რადგან ენერგიის მიწოდების მაჩვენებლები განსხვავდება, ზოგიერთი კი, შესაძლოა, არც აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების სტანდარტებს. 
  3. მოარიდეთ ტელეფონი მაღალ ტემპერატურებს — თუ Apple-სა და Samsung-ს დავეყრდნობით, მათი ტელეფონები საუკეთესოდ 0-დან 35 გრადუსამდე არსებულ ტემპერატურაზე მუშაობს.
  4. შეზღუდეთ დამუხტვის პროცესი 80%-მდე და არ გადააჭარბოთ 20%-ით.
  5. არ დატოვოთ ტელეფონი დასამუხტად ხანგრძლივი დროის მანძილზე, არც ღამით მათ შორის და გამოაერთეთ დენის წყაროდან, თუ ბატარეა 100%-ს მიაღწევს. 
  6. ტელეფონი დამუხტვისას მოათავსეთ იქ, სადაც ჰაერი მოძრაობს და არა, საბნის ან ბალიშის ქვეშ. 
  7. დააკვირდით თქვენი ბატარეის სიჯანსაღეს და გამოიყენეთ ეს უჩვეულო ტენდენციების დასადგენად, მაგალითად, თუ ტელეფონი სწრაფად ჯდება… 
  8. თუ შეამჩნევთ, რომ ტელეფონი ძალიან ცხელდება, ესტუმრეთ ავტორიზებულ სერვის ცენტრებს, რათა შეამოწმონ და, საჭიროების შემთხვევაში, შეაკეთონ იგი.

კარფურის 11 წლის იუბილე: კოსმიური ფასდაკლებები გრძელდება

განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ლიბერთიმ ახალგაზრდებს ფინანსური განათლებისა და დასაქმების პროგრამები გააცნო