in

Facebook მომხმარებლების ტელეფონის ნომრები Telegram bot-ის მეშვეობით იყიდება

ადამიანს, რომელიც ბოტს მართავს, 533 მილიონი მომხმარებლის მონაცემები აქვს

veon
veon

სოციალურ ქსელებში, სავარაუდოდ, ყოველ ჩვენგანს უჩნდება პირადი ინფორმაციის დაცულობისა და უსაფრთხოების ნაკლებობის გრძნობა. ამ შიშს ობიექტური წინაპირობა აქვს, რადგან ყოველდღიურად გვესმის სხვადასხვა სახის “ინტერნეტ თავდასხმების” შესახებ… ახლა კი, როგორც ჩანს, ვიღაცამ ხელი მიაწვდინა მონაცემთა ბაზას, რომელიც სავსეა Facebook-ის მომხმარებლების ტელეფონის ნომრებით და ახლა მათ Telegram bot-ის მეშვეობით ყიდის.

უსაფრთხოების მკვლევარის, ალონ გალის თქმით, ადამიანს, რომელიც ბოტს მართავს, 533 მილიონი მომხმარებლის მონაცემები აქვს, რაც სწორედ სოციალური ქსელის დაუცველობამ გამოიწვია.

ბოტი საშუალებას იძლევა, მომხმარებლებმა Facebook ID-ის მეშვეობით იპოვონ მობილური ტელეფონის ნომერი, ან პირიქით, “ფეისბუქ” ექაუნთის მისაღებად გამოიყენონ ტელეფონის ნომერი. რა თქმა უნდა, ეს ოპერაციები გარკვეულ თანხას მოითხოვს – ფასები 20-დან 5 000 დოლარამდე მერყეობს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად წარმატებით მიმდინარეობს ბოტის გაუქმება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მძიმე რეალობას ვხედავთ – 2019 წლის ხარვეზიდან (როდესაც ჰაკერებმა პირველად მოიპოვეს მომხმარებელთა ინფორმაცია) მოყოლებული,  დღემდე, ჩვენი მონაცემები უსაფრთხოდ არ არის.

Spotify-ზე პირველი აუდიო წიგნები გამოჩნდა

ბუნებიდან მიღებული შთაგონებით შექმნილი მრავალშრიანი, მანათობელი ინსტალაცია