ახალ, 2026 წელს, თბილისის მთავარ გამზირზე მდებარე სასტუმრო ტელეგრაფი, რომელიც სტუმრებისთვის შეხვედრის საყვარელი ადგილია, ქართველ და უცხოელ არტისტებს სხვადასხვა სივრცეში უმასპინძლებს. გრანდ კაფეში, იტალიურ რესტორან ფილოსოფიკოში, ჯაზკლუბ თათუზაში, Rolling Stone Rooftop Bar-სა და Courtyard Bar-ში მოსულ სტუმრებს გემოვნებიანი მუსიკა, გემრიელი საჭმელი, განსხვავებული კოქტეილის მენიუ და კარგი განწყობა დახვდებათ.
გახსნის დღიდან ტელეგრაფი უკვე იქცა ქალაქის მიზიდულობის ერთ–ერთ ცენტრად. ამიტომ აქ ახალი წელიც განსაკუთრებული იქნება. 31 დეკემბერს საღამოს 21:00 საათზე გაიმართება ვახშამი იტალიურ რესტორან ფილოსოფიკოსა და გრანდ კაფეში. სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ მენიუებს სილქ ჰოსფითალითის ბრენდ შეფმა ირაკლი ასათიანმა და მისმა გუნდმა საკმაოდ დიდი დრო და ყურადღება დაუთმეს.

ორივე რესტორანი გახსნის დღიდან ყველასათვის საყვარელ ადგილია შეხვედრებისათვის. ამჯერად გრანდკაფეში ახალ წელს დაგხვდებათ „signature buffet” რომელიც ქართულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს სტუმრებს. რესტორან ფილოსოფიკოში კი სპეციალურად შედგენილი სეტმენიუ იქნება. ამ შესანიშნავი საღამოს თანმხლები, რა თქმა უნდა, მუსიკა იქნება, რომელიც კიდევ უფრო მეტ საახალწლო განწყობას შექმნის.
ამავე საღამოს ტელეგრაფის სხვადასხვა სივრცეში დაგეგმილია მრავალფეროვანი ღონისძიებები. Courtyard Bar-ში იქნება ბრიტანელი DJ Kaidi Tatham; Rolling Stone Rooftop Bar-ში ბერლინში მოღვაწე DJ Spencer Parker-ი, ხოლო ჯაზ კლუბ თათუზაში Rob Clearfield-ის კვარტეტი და ლიკუნა თუთისანი.

ეს ჯადოსნური განწყობა 1 იანვარსაც გრძელდება სასტუმროში. Courtyard Bar-ი კვლავ მზად იქნება, უმასპინძლოს სტუმრებს, ამჟამად თემურიკო დიასამიძისა და Spencer Parker-ის პერფორმანსით. Rolling Stone Rooftop Bar-ში ლუკა ბარამიშვილისა და მიშო ურუშაძის, ხოლო ჯაზ კლუბ თათუზაში ლუკა თოფურიასა და ლიზა კერესელიძის საღამოებია დაგეგმილი.
სასტუმრო ტელეგრაფი და სილქ ჰოსფითალითის გუნდი გამოირჩევა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით, რაც თითოეულ ობიექტში შესვლისთანავე იგრძნობა.
ღონისძიების წარდმგენია SOLO და Visa.
რესტორნებში თქვენი ადგილის დასაჯავშნად +995 32 2 402 222
ღონისძიებებზე ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

[R]













