თბილისში, ცენტრალური ფოსტის ყოფილ შენობაში, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Telegraph გაიხსნება. სასტუმროს მენეჯმენტს რადისონი განახორციელებს, პროექტი კი Silk Road Group-ს ეკუთვნის. მარკეტერი, ექსკლუზიურად, წარმოგიდგენთ სასტუმროს ლოგოს, ბრენდბუქის ვიზუალებსა და აუდიოლოგოს, ასევე, ნამუშევრების ავტორის, დავით კუპატაძის კომენტარებს:
დავით კუპატაძე: „მთავარი ამოცანა იყო ის, რომ საფირმო სტილი მომხმარებლისთვის ყოფილიყო ინტერაქციული და არ დარჩენილიყო სტატიკურ სიმბოლოებად. ფოსტის შენობის ძველი სახელწოდება „ტელეგრაფი“ და ჩვენ მიერ შემუშავებული ბრენდის პლატფორმა მაძლევდა იმის საშუალებას, რომ დაძაბვის გარეშე შემექმნა მარტივი გეომეტრიული ფორმებით შემოსილი ბრენდი. მორზეს ანბანი და ტელეგრაფის ხმის წყვეტილი ბგერები – ეს იყო საკმარისი იმისთვის, რომ დაგვესვა წერტილი, წერტილი, ტირე“.
„როდესაც ამ საფირმო სტილზე ვმუშაობდი, გონებაში ზუსტად ეს ხმა მიტრიალებდა, რაც აუდიო ლოგოდ გამოვიყენეთ“.



„ფრაზები სხვადასხვა ენაზე, დინამიკური ამბები, მუდმივად ცვალებადი, საჭირო და გაფილტრული ისტორიები – ესაა „ტელეგრაფი“, პირდაპირი კომუნიკაცია სასტუმროს შენობასა და მომხმარებელს შორის“, – დავით კუპატაძე.
სრულად სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://www.behance.net/gallery/63951703/Telegraph-Hotel-Tbilisi
CREDITS
Art Director, Graphic Designer • Davit Kupatadze
Type Designer • Akaki Razmadze
Photographer • Makho Kipshidze
Copywriting • Vato Shelia
Production of music • Sandre Dardzulidze, George Maghlaperidze
Animator • Givi Mebuke
Postcard photo by • Mariam Sitchinava
Special thanks to Printarea Tina • Tika • Flit Production Aleqsy Gamkhuashvili • Jaba Shavishvili



















