სასტუმრო ტელეგრაფის ბოლო სართულზე რეგიონში პირველი „როლინგ სტოუნის“ ლეგენდარული ბრენდის კლუბი და ღონისძიებათა სივრცე გაიხსნება. სასტუმრო ტელეგრაფი, რომელიც მსოფლიო წამყვანი სასტუმროების ქსელის The Leading Hotels of The World-ის წევრია, სტუმრებს 2025 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს. სასტუმრო „სილქ დეველოპმენტის“ მიერ შეიქმნა და მას „სილქ ჰოსფითალითის“ მართავს.
სასტუმრო ტელეგრაფი, ისევე, როგორც „როლინგ სტოუნის” სივრცე, განკუთვნილია ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებიც განსხვავებულ გამოცდილებას ეძებენ. „სილქ ჰოსფითალითი“ სიამაყით აცხადებს, რომ ტელეგრაფი რეგიონის უნიკალურ მიზიდულობის წერტილად იქცევა და „როლინგ სტოუნის“ სივრცე გართობის და დასვენების ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი იქნება ქალაქში.
მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული დიზაინის სტუდიის Neri&Hu-ს მიერ დაპროექტებული სასტუმრო ტელეგრაფი თბილისის ცენტრში უმაღლესი კლასის მომსახურების სტანდარტს დაამკვიდრებს, რაც უნაკლო სერვისით, უნიკალური იდენტობით და სტუმარ-მასპინძლობის უმაღლესი სტანდარტებით გამოირჩევა. ლეგენდარული „როლინგ სტოუნის“ ბრენდის ტელეგრაფში შემოსვლა სრულ თანხვედრაშია სილქ როუდ ჯგუფის ხედვასთან. „როლინგ სტოუნი“, თავისი 50-წლიანი ისტორიით, ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გავლენიანი მედიაა, რომელიც მუსიკალური კულტურის ყველა ასპექტზე სიღრმისეულ ინფორმაციას აწვდის გლობალურად 60 მილიონზე მეტ მკითხველს.
„როლინგ სტოუნი” სასტუმრო ტელეგრაფის სტუმრებს დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება, რაც მოიცავს ექსკლუზიურ წვდომას გასართობ და საინფორმაციო კონტენტზე. „როლინგ სტოუნის ბარი“ სტუმრებს მუსიკის ისტორიაში საოცარ მოგზაურობას შესთავაზებს, მათ შორის ლეგენდარული მუსიკოსების ისტორიას XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე.
[R]