in

სასტუმრო „ტელეგრაფი” ახალი ობიექტების გახსნასთან ერთად რიგით მეორე დასაქმების ფორუმს აცხადებს

„სილქ ჰოსფითალითის” ორგანიზებით, 5 სექტემბერს, 15:00 – 20:00 საათამდე, თბილისში, სასტუმრო ტელეგრაფის Ballroom-ში დასაქმების ფორუმი გაიმართება.

2025 წლის ივნისიდან უკვე წარმატებით ოპერირებს სილქ ჰოსფითალითის მართვაში არსებული სასტუმრო ტელეგრაფი, რომელიც პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის The Leading Hotels of the World-ის პირველი წევრია საქართველოსა და რეგიონში.

ღონისძიებაზე დასწრების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, უშუალოდ შეხვდნენ ტელეგრაფის გუნდს, მიიღონ სრული ინფორმაცია სასტუმრო ტელეგრაფში არსებული ახალი სივრცეების, სამუშაო პირობებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ტელეგრაფი სტუმრებს უმაღლესი ხარისხის ინოვაციურ მომსახურებასთან ერთად დახვეწილი დიზაინის სივრცეებსა და განსაკუთრებულ ატმოსფეროს სთავაზობს. სასტუმროში ამჟამად მუშაობს 4 რესტორანი და ორი ბარი. სექტემბრიდან კი დაემატება ახალი ობიექტები, როგორიც არის ჯაზკლუბი, Rolling Stones Rooftop Bar და იტალიური რესტორანი. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც განვითარება და წინსვლა თითოეული თანამშრომლისთვის შესაძლებელია.

ფორუმზე დასწრება უფასოა და სასურველია წინასწარ დარეგისტრირება.

[პარტნიორის კონტენტი]

საუკეთესო მობილბანკი ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში – საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდოები მიიღო

ZEG ამბის თხრობის ფესტივალის პირველი საერთაშორისო ღონისძიება ამსტერდამში