in ,

ტელევიზორის გადამრთველი თითი – გერმანული Mobilcom–ის უჩვეულო სიახლე

თუ აქამდე, ფქვილიანი ხელების გამო, ტელევიზორის გადართვას ვერ ახერხებდით და ამისთვის ცხვირს ან თავს იყენებდით, ახლა უკვე პრობლემა მოგვარებულია. გერმანიის ერთ–ერთი უმსხვილესი მობილური ოპერატორი Mobilcom-Debitel გთავაზობთ არაჩვეულებრივ თითს, რომელიც თქვენს მაგივრად გადართავს ტელევიზორს.

 

დაგეთანხმებით, “გადამრთველი თითი” ნამდვილად უცნაურად ჟღერს, სამაგიეროდ, არაჩვეულებრივად მუშაობს. თავიდან შეიძლება ცოტათი ადამსების ცნობილი ოჯახის დამხმარე მრავალფუნქციონალურ ხელს მიამსგავსოთ, მაგრამ გერმანული “გადამრთველი თითი” ტელევიზორის დისტანციონს ემაგრება და თქვენს მაგივრად არჩევს არხებს. მართალია, ერთი შეხედვით, მოწყობილობა ძალიან მარტივად გამოიყურება, მაგრამ რეალურად ის საკმაოდ მაღალი ტექნოლოგიის მაგალითია. უჩვეულო პროდუქტი არა მხოლოდ არხებს არეგულირებს, არამედ ტელევიზორთან თქვენს ჩვეულებებსაც სწავლობს და იმახსოვრებს, მაგალითად, თუ გადაცემის ყურების დროს მოულოდნელად ჩაგეძინებათ, თითი რაიმე კომედიურ არხზე გადართავს, რომელიც უცებ გამოგაღვიძებთ. გარდა ამისა, Mobilcom მომხმარებელს თითების მრავალფეროვნებასაც სთავაზობს. არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ სხვადასხვა ფერის თითზე – აშკარაა, კომპანიამ რასობრივი პრობლემა თავიდანვე გამორიცხა და მეტიც, ასორტიმენტში არის ქალის თითიც წითელი ფრჩხილის ლაქით, როგორც ჩანს, გენდერულ თემაზეც უფიქრიათ.

ირაკლი აბესაძე – #პირველისამსახური

შენი აღმოჩენის დროა! – შემოდგომის ლეგენდა 2016