in

ნახეთ: ტელევიზორის ზომის Nintendo Switch – მაიკლ პაიკმა მისი ზომა 650%-ით გაზარდა!

მოწყობილობას 3D პრინტერის მიერ დაბეჭდილი ღილაკები აქვს

Nintendo Switch უკვე საკმაოდ დიდი ზომის სისტემაა, მაგრამ მაიკლ პაიკის სახელით ცნობილმა “იუთუბერმა” გადაწყვიტა, Polygon-ის საშუალებით, ის კიდევ უფრო გაეზარდა. შედეგად კი, 650%-ით დიდი პორტატული ჰიბრიდი მივიღეთ. როგორც პაიკი ირწმუნება, 76.2სმ სიმაღლისა და 177.8სმ სიგანის მოწყობილობა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მოქმედი Nintendo Switch-ია და რა თქმა უნდა, ჩვენ მისი გვჯერა… ცხადია, შეუძლებელიც კია ორი მოპირდაპირე მხარეს მყოფი ღილაკის ერთდროულად შეხება – უბრალოდ, არც კი უნდა ეცადოთ ამხელაზე გაჭიმვა!

მოწყობილობა, რომელსაც ხედავთ, არსებითად 4K LED ტელევიზორის სისტემას და მის ვიზუალს იმეორებს. 3D პრინტერის მიერ დაბეჭდილი ღილაკები კი ცალკეულ Joy-cons-ს უკავშირდება. მოწყობილობის მშვენიერება იმაში მდგომარეობს, რომ არ საჭიროებს ყველა კონტროლერის გახსნას, რათა ყველაფერმა იმუშაოს. ასეთი გადაწყვეტით, თამაში საკმაოდ კომფორტულია და სავარაუდოდ, მისი უჩვეულოდ დიდი ზომა არც კი შეგაწუხებთ! 

ალბათ, გიჩნდებათ კითხვა, რატომ გადააკეთა პაიკმა პორტატული სისტემა ასე არაპრაქტიკული სახით? როგორც თავად აღნიშნავს, მისი მიზანი იყო, შეექმნა მოწყობილობა, რომლის დაკარგვის შანსიც ბევრად ნაკლები იქნებოდა.

„დეზინფორმაცია ვირუსივით ვრცელდება. გაიგე, რა არის ტყუილი და #შეაჩერეგავრცელება“

ჩინელი სტარტაპერები ალტერნატიული ცილის დამკვიდრებას ცდილობენ