in , ,

Teliani Valley-ის 4 სახეობის ღვინო საკოლექციო შეფუთვით – Limited Edition

2017 წელს Teliani Valley 20 წლის გახდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ახალი კამპანია „ეძიე და მოყევი ღვინოს“ წამოიწყეს, რომელსაც საფუძვლად უდევს ბრენდის 4 ძირითადი მიმართულება. როგორც კომპანიაში ამბობენ, საიუბილეო წლის დასასრულს, მომხმარებელს, ბრენდის მანიფესტი განსხვავებული სახით წარუდგინეს – შეიქმნა 4 ახალი ეტიკეტი და ბრენდის ლიმიტირებული 4 ბოთლიანი საკოლექციო  შეფუთვა, სადაც თითოეული ღვინო, თითო მიმართულებას გამოხატავს. 

bog
bog-mob

 

როგორ შეარჩიეს ღვინის კონკრეტული სახეობები, ვინ იმუშავა ეტიკეტების დიზაინზე და რა იყო ამოსავალი წერტილი თითოეული ღვინის სახეობისთვის?! „მარკეტერი“  „თელიანი ჯგუფის“ მარკეტინგის დირექტორს, თეა კიკვაძეს ესაუბრა:

„თელიანი ველის“ საიუბილეო 20 წლის თავზე ახალი კამპანია „ეძიე და მოყევი ღვინოს“ წამოვიწყეთ. წლების განმავლობაში ბრენდის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა, სწორედ ამ მოწოდების გარშემო ერთიანდება. პლატფორმა 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს: ღვინისა და კერძის შეხამება; ღვინო, როგორც ელჩი; ღვინის შესახებ ცოდნის ამაღლება და ქართული ღვინის ისტორია. ჩვენთვის ქართველებისთვის ღვინო, ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, მიუხედავად ღვინის წარმოების 8000 წლიანი ტრადიციისა, ღვინის შესახებ სრულყოფილი ცოდნა მასიურად მაინც საკმაოდ მწირია. ჩვენ, როგორც ბაზრის ლიდერ კომპანიას, მიგვაჩნია, რომ ღვინის შესახებ ცოდნის ამაღლება ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა. რადგან ღვინის კულტურის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია გვყავდეს მცოდნე და დაინტერესებული მომხმარებელი – რაც უფრო მომთხოვნია მომხმარებელი, მით უფრო ინდომებს მეღვინეც. სწორედ ამიტომ  განვავითარეთ ეს 4 მიმართულება და მის ირგვლივ შევკარით ბრენდის არსი – „ეძიე და მოყევი ღვინოს“. საიუბილეო წლის დასასრულს კი მომხმარებელს განსხვავებული სახით წარმოვუდგინეთ ბრენდის მანიფესტი.  შევქმენით 4 ახალი ეტიკეტი და ბრენდის ლიმიტირებული 4 ბოთლიანი საკოლექციო  შეფუთვა, რომელშიც თითოეული ღვინო, თითო მიმართულებას გამოხატავს”.

M: როგორ შეარჩიეთ ღვინის  კონკრეტული სახეობები?  

დიდხანს განვიხილავდით, რომელი პლატფორმისთვის რა სახეობა შეგვერჩია. საბოლოოდ ასე გადავწყვიტეთ:  „წინანდალი“, როგორც ყველაზე პოპულარული ქართული ღვინის სახეობა, თავისი ხასიათით ყველაზე მეტად უხდება ქართულ სუფრას. სუფრა კი თავისთავად ღვინისა და კერძების ერთობლიობაა, წარმოუდგენელია სუფრა ღვინის გარეშე.  ღვინო, როგორც ელჩი, გადავწყვიტეთ, ყოფილიყო „საფერავი“. ეს ძალიან ძლიერი და გამორჩეული ქართული ყურძნის ჯიშია, „საფერავისგან“ დამზადებული ღვინოები აღფრთოვანებას იმსახურებს ღვინის ექსპერტებში და ყველაზე მეტად სწორედ „საფერავი“ გამოდგება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარსადგენად.  პლატფორმისათვის – ქართული ღვინის ისტორია, შევარჩიეთ, რა თქმა უნდა, ქვევრის ღვინო „რქაწითელი“. ყველაზე ხშირად ქვევრის ღვინოს სწორედ ამ ყურძნის ჯიშისგან აყენებენ. დიდხანს ვფიქრობდით, რომელი სახეობა შეგვერჩია ღვინის შესახებ ცოდნის ამაღლების პლატფორმისათვის. გადავწყვიტეთ, ეს ყოფილიყო „ახაშენი“, რომელიც თავისი გემოვნური თვისებებით გამორჩეულად საინტერესო ღვინოა, მაგრამ, სამწუხაროდ, მის შესახებ ბევრმა არ იცის.

M: რაც შეეხება კომპანიებს, რომლებმაც ამ საკოლექციო შეფუთვაზე იმუშავეს . . .

გადავწყვიტეთ გვემუშავა ოთხ სააგენტოსთან, უფრო სწორად, სამ დიზაინ სტუდიასა და ერთი დამოუკიდებელ დიზაინერთან: გიორგი პოპიაშვილთან და სააგენტოებთან: More Studio, ABK Graphics და Kollektiv. იქიდან გამომდინარე, რომ 4  ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული ეტიკეტი უნდა შეგვექმნა, შევარჩიეთ ასევე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სტუდიები და დიზაინერი. შედეგმა გაამართლა – მივიღეთ სხვადასხვა სახის შეფუთვა, ზუსტად ისე, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა.

M:  ვინ რომელ ეტიკეტზე იმუშავა და რა იყო თითოეულისთვის ამოსავალი წერტილი?  

„საფერავი“ (პლატფორმა „ღვინო, როგორც ელჩი“) გააკეთა სააგენტომ ABK Graphics. დიზიანის მთავარი ელემენტი კომპასია, რომელიც მსგავსად ელჩისა საქართველოს გზას მოგვასწავლის.  ნახატი ხელითაა შესრულებული და მასზე საქართველოს 4 მხარეა გამოხატული. სააგენტომ ეს ესთეტიკა სპეციალურად აირჩია, რადგან, ღვინო, თავისთავად, Handmade პროდუქტია [embedyt] https://www.youtube.com/watch?v=__qnjezJDdc[/embedyt]

„ახაშენზე“ (პლატფორმა „ღვინის შესახებ ცოდნის ამაღლება“) იმუშავა სააგენტომ Kollektiv. პროექტის მსვლელობისას ქართული მეღვინეობა მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორც  ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანა. ამ ამბავს საერთაშორისო მედიაში უპრეცედენტოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.   „კოლეკტივმა“ „ახაშენის“ შეფუთვაში აქცენტი, სწორედ ამ მოვლენაზე გააკეთა და  დიზაინში თავი მოუყარა მსოფლიო პრესის ხმამაღალ სათაურებს. [embedyt] https://www.youtube.com/watch?v=umHuBPX8gN4[/embedyt]

„წინანდალზე“ (პლატფორმა „ღვინისა და კერძის შეხამება) სააგენტო More Studio-მ იმუშავა. ამ შემთხვევაშიც, ძალიან სწორი მიგნებაა მთავარი სიტყვა „სუფრა“, რომელიც ზუსტადაც რომ ღვინისა და კერძის შეხამებას წარმოადგენს. დიზაინერებმა აირჩიეს კოლაჟის ტექნიკა – ძველი გაზეთებიდან და კულინარიული წიგნებიდან ამოიღეს ნახატები, დაამატეს დეტალები და ასე გააფორმეს ეტიკეტი. [embedyt] https://www.youtube.com/watch?v=dOWxgW82o60[/embedyt]

რაც შეეხება „ქვევრის რქაწითელს“ (პლატფორმა „ქართული ღვინის ისტორია“), ეტიკეტის ავტორია გიორგი პოპიაშვილი.  მან ძალიან საინტერესო გადაყწვეტა მოიფიქრა – 8000 წერტილით დახატა ქვევრი, სადაც თითო წერტილი სიმბოლურად  ქართული მეღვინეობის ერთ წელს აღნიშნავს. [embedyt] https://www.youtube.com/watch?v=fkQnPpnYraw[/embedyt]

M: სად შეიძლება ამ სადღესასწაულო გამოშვების შეძენა?

4 ბოთლიანი საკოლექციო შეფუთვა ლიმიტირებული რაოდენობისაა სულ 1 500 ცალი. ასევე დამატებით გაიყიდება შეზღუდული  რაოდენობა შეფუთვის გარეშეც. პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ღვინის სპეციალიზირებულ და ქსელურ მაღაზიებში, „ონლაინ“ შეძენის მსურველებისთვის კი allwine.ge-ზე. გარდა ამისა, სავაჭრო წერტილებში შეფუთვები წარმოდგენილი იქნება სპეციალურ სტენდებზე, სადაც მომხმარებლები გაგვიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებსა და შთაბეჭდილებებს. ადგილზე აუცილებლად იქნება დეგუსტაციაც.

M: მომავალში თუ აპირებთ სპეციალური შეფუთვით პროდუქტის გამოშვებას?

დიახ, ვაპირებთ ეს კამპანია ტრადიციად ვაქციოთ და წინააასახლწო პერიოდში მომხმარებელს მომავალშიც გავუზიაროთ ჩვენი ბრენდის ღირებულებები.  წელს მხოლოდ ის 4 მიმართულება ავირჩიეთ, რომელსაც 20 წლის განმავლობაში უწყევტად ვავითარებდით. ბოლო რამდენიმე წელია „თელიანი ველში“ საკმაოდ დიდი ყურადღებას ვაქცევთ გარემოს დაცვას. შესაბამისად, გვინდა მომავალში ეს და სხვა სტრატეგიული მიმართულებები გამოვიტანოთ ჩვენს კამპანიებში.

[R]

„ჰეფესტო“ – ქართველი არქიტექტორის შემოქმედებითი სტარტაპი

გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ! – პროექტი თიბისი ბანკის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით