in

„თელიანი ველის“ პროექტი Teliani Collection, „ღვინის ხალხის“ მესამე კოლექციაში, იშვიათ ქათულ ღვინოებს წარადგენს

„თელიანი ველმა“ და არტიზან მეღვინეებმა ძალები გააერთიანეს, რომ საქართველოსა და მსოფლიოს, რჩეული, იშვიათი ღვინოები გააცნონ.

ბრენდი „ღვინის ხალხი“ პროექტ Teliani Collection-ის ფარგლებში, უნიკალურ ღვინოებს, ქართველ და უცხოელ მომხმარებელს წლის განმავლობაში რამდენიმე კოლექციად წარუდგენს. საგულდაგულოდ შერჩეული საკოლექციო ღვინოები ლიმიტირებული რაოდენობით გამოდის და საქართველოს გარდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, ჩეხეთში, რუმინეთსა და ჰოლანდიაში არის ხელმისაწვდომი.

პროექტის მიზანი მცირე მარნებთან, უცნობ მეღვინეებთან თანამშრომლობა, გამორჩეული და იშვიათი ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოების აღმოჩენა,  მათი კოლექციად გაერთიანება და მსოფლიოსთვის გაცნობაა.

ყველა ღვინოს თავისი ხასიათი და ენერგია აქვს. მცირე, საოჯახო მარნებში დამზადებული ღვინო უნიკალურია, მეღვინეების ისტორიები კი, გამორჩეული და საინტერესო.

„ღვინის ხალხის“ მესამე კოლექციაში – „იშვიათი ქართული“ (Georgian Rare), 6 მეღვინე და  ისეთი ენდემური, იშვიათი ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოები არის წარმოდგენილი, როგორებიცაა:

ტარიელ ლომთაძის „კუდურაული“ და „თეთრა“,  რომელსაც მეღვინე საკუთარ ვენახში მოწეული ყურძნისგან აყენებს.

ახალგაზრდა მეღვინეების, ბექა ნასრაშვილის „შავი მუსკატი“ და ლუკა ჩუთლაშვილის „ვარდიფერი რქაწითელი“, „შემოდგომის შავი“ და „კუმსი თეთრი“.

შალვა ნატროშვილი მეღვინეების ოჯახში აღიზარდა, ახლა ტრადიციას თავად აგრძელებს და მესამე კოლექციაში მის მიერ დაყენებულ  „კახურ მცვივანს“ აღმოაჩენთ.

ამავე კოლექციაში წარმოდგენილია საინტერესო და გამორჩეულ ღვინოები ქართლიდან: ნიკოლოზ ჩოჩიშვილის „დანახარული“, „კუნძა“, „თავკვერი“ და სოსო ვანიშვილის „ატენური“.

„ღვინის ხალხის“ პირველი კოლექციის – „ბოლნური ღვინოების“ პრეზენტაცია 2020 წელს გაიმართა. მეორე კოლექცია კი, ქალი მეღვინეების შექმნილ საინტერესო ღვინოებს აერთიანებს.

ახალი კოლექციის „იშვიათი ქართულის“ (Georgian Rare) დაგემოვნებას ღვინის ენთუზიასტები და მოყვარულები 2021 წლის ნოემბრიდან შეძლებენ. 

 

[R]

Netflix-მა ბოტის მიერ დაწერილი სცენარით საშინელებათა ჟანრის ფილმი გამოუშვა

მეცნიერებმა პლანეტაზე არსებული მზის ენერგიის მწარმოებელი ობიექტების რუკა შეადგინეს