in

როგორ შეიქმნა შამპანურის ყველაზე მსუბუქი ბოთლი — Telmont-ის ინოვაცია

სამი წლის წინ საუკუნოვანი ისტორიის მქონე შამპანურის სახლ Telmont-ს ლუდოვიკ დიუ პლესი ჩაუდგა სათავეში. ამ დროიდან მოყოლებული, მისი მიზანი არა მხოლოდ საუკეთესო შამპანურის წარმოება, არამედ მდგრად განვითარებაზე ზრუნვაც იქცა.

BOG
BOG

პირველი ნაბიჯები ნიადაგის „გაწმენდას“ წარმოადგენდა, ჰერბიციდების, პესტიციდებისა და ქიმიკატებისგან. ამის ნაცვლად, პროდუქციას მხოლოდ ორგანულად ამუშავებენ. ამავდროულად, შეაჩერეს სასაჩუქრე ყუთების წარმოება, რაც Telmont-ს ნახშირბადის გამოყოფის 8%-ით შემცირებაში დაეხმარა. ამას მოჰყვა ბოთლთან დაკავშირებული ცვლილებები: გამჭვირვალეს ნაცვლად, იყენებენ მწვანე შუშას, რომელიც 87%-მდე გადამუშავებულ მასალას შეიცავს.

რაც შეეხება ბოთლის ვიზუალურ ცვლილებას, მართალია, მისი შემჩნევა შეუიარაღებელი თვალით ფაქტობრივად შეუძლებელია, მაგრამ ბრენდი სწორედ ამით „ამაყობს“ ყველაზე მეტად. ვინაიდან, შამპანურის ბოთლი შედარებით სქელი უნდა იყოს, რათა საცობის ქვეშ არსებულ წნევას გაუძლოს, მის დამზადებას მეტი ოდენობის მინაც სჭირდება. ეს კი წარმოების პროცესში ნახშირბადის მეტ ემისიებსაც გულისხმობს; რომ აღარაფერი ვთქვათ თავად მასალის რაოდენობაზე.

Telmont-ში კი ბოთლის წონა რეკორდულ, 800 გრამამდე შეამცირეს — ეს 35 გრამით ნაკლებია სტანდარტულთან შედარებით. შესაძლოა, რიცხობრივად მცირე ცვლილებად გეჩვენებოდეთ, მაგრამ ასე ნახშირბადის ემისიები 4%-ით მცირდება, რაც მდგრადი განვითარებისთვის საყურადღებო მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ სტანდარტული შამპანურის ბოთლი მნიშვნელოვნად შემსუბუქდა თავისი ისტორიის განმავლობაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ის დაახლოებით 1250 გრამს იწონიდა; 2010 წლისთვის სტანდარტული ბოთლების უმეტესობამ 900 გრამს მიაღწია, მაგრამ Comité Champagne-მა ახალი სტანდარტი მიიღო: 835 გრამი.

მგრძნობიარე თანამშრომლებს სუპერ ძალა აქვთ!

5 ნიშანი იმისა, რომ საკუთარ ჯანმრთელობას საკმარის დროს არ უთმობთ