სერვისებისა და მხარდაჭერის კომპანია „ტელნეტმა” ახალ საკომუნიკაციო კამპანიაზე დაიწყო მუშაობა, რომლის დასახელება პირდაპირ პასუხობს მათ მთავარ მიზანს – „მშვიდად რომ იყო”.
კომპანიის სერვისები აერთიანებს ყველა ტიპის აიტი მომსახურებას, რომლის მიზანიცაა ბაზარზე მიდგომების შეცვლა, პარტნიორი კომპანიების სიმშვიდე და ბიზნესებისთვის მაღალი ხარისხის აიტი მომსახურების მიწოდება.
კამპანიაზე დეტალურად, ტელნეტის მომხმარებელთა მომსახურებისა და ზრუნვის დეპარტამენტის დირექტორი, ნინი დიხამინჯია გვესაუბრა.
„აიტი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ აუცილებელია თანამედროვე ბიზნეს საქმიანობაში. კამპანიის მიზანი სწორედ იმ ნეგატიურ გავლენებზე ხაზგასმა იყო, რასაც კომპიუტერული თუ ტექნოლოგიური ხარვეზები იწვევს კომპანიებში, ანუ როგორია მიმდინარე პროცესები, როდესაც მათ არ აქვთ მაღალკვალიფიციური აიტი მხარდაჭერა.
ტელნეტის წარმატებულმა 3-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ორგანიზაციებში, სადაც უწყვეტი აიტი მხარდაჭერაა, თანამშრომელთა პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ტექნიკური ხარვეზები მინიმუმამდეა დაყვანილი.
დღეს Telnet-ი ასოცირდება მაღალი ხარისხის აიტი მომსახურებასთან, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ახალი სტანდარტებისა და მიდგომების დანერგვაზე, რაც ბიზნესებს აიტი აუთსორსის მხრივ გამოცდილებას სრულიად შეუცვლის. ჩვენი მიზანია Telnet -ი პარტნიორი კომპანიების სიმშვიდის გარანტი იყოს, სწორედ ამას ეხმიანება ეს კამპანიაც“.
Telnet-ის გუნდი მადლობას უხდის Wyndham Grand Tbilisi-ს და MSCS Georgia-ს პარტნიორობისთვის.
[R]