in ,

აღმოაჩინე თანამედროვე ჯადოსნური სამყარო – Telstra-ს ემოციური ვიდეორგოლი

მზად ხართ?! ეს არის ლამაზი ისტორია ბავშვურ ზღაპრებზე, რომლებიც ზრდასრულებს გვავიწყდება, მაგრამ, იქნებ, “დიდების” სამყაროშიც არის ჯადოსნური მომენტები?! 

 

 

სმარტფონები, ტაბლეტები, უამრავი თანამედროვე მოწყობილობა არაფერია კომუნიკაციის გარეშე.  ავსტრალიური კომპანია Telstra უზრუნველყოფს ინტერნეტ და მობილურ კომუნიკაციას და უწყობს ხელს თავისი მომხმარებლის აყვავება-განვითარებას.

მართლაც, თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებით ბევრი ისეთი რამ არის შესაძლებელი, რაც ადრე ზღაპრულად გვეჩვენებოდა.  მანძილი და დრო შეზღუდვა აღარ არის: ზღაპრების წაკითხვა ბავშვებისთვის სულ სხვა ქალაქიდანაც შეიძლება, მონატრებული ადამინის მოკითხვა, საქმიანი მოლაპარაკება, სიცოცხლის გადარჩენა, განათების მართვა და მრავალი სხვა, შესაძლებლობები უსაზღვროა.

რეკლამაში თანამედროვე ტექნოლოგია მაგიასთან არის შედარებული. ვიდეორგოლი ისეთი ემოციით არის შექმნილი, რომ მართლაც დაგაფიქრებთ და აგაღფრთოვანებთ ის ხელსაწყო, რომლიდანაც ამ სტატიას კითხულობთ. რა თქმა უნდა ჩვენ სხვა კომპანიის მომხმარებლები ვართ, მაგრამ ტექნოლოგია ჩვენთანაც თანამედროვეა.

სარეკლამო გროლზე სააგენტო The Monkeys-მა იმუშავა.

ყველაფერს ეშველება! – გაიგრილეთ ტვინი Fanta-სთან ერთად

მატარებლის აჩრდილი და გაოცებული მგზავრები მადრიდის მეტროსადგურში – Ghostbusters-ის მისტიური კამპანია