in

რა რეალობას მივიღებთ, ტემპერატურამ 100 გრადუსს რომ მიაღწიოს?

ის სცენარი, რომლის წარმოდგენაც ახლა უნდა გთხოვოთ, ღამის კოშმარს უფრო ჰგავს, მაგრამ დღევანდელ მონაცემებზე დაყრდნობით, ეს ჩვენი მომავალია… წარმოიდგინეთ, 4 დღის მანძილზე ტემპერატურა 100 გრადუსს აღწევს, ვისაც შეუძლია, სახლში კონდიციონერთან ცდილობს გაგრილებას, სამთავრობო პირები კი უსახლკაროების გრილ ცენტრებში გადაყვანას ცდილობენ. ე. წ. ურბანული სითბოს კუნძულის ეფექტის წყალობით, სუნთქვა ღამითაც შეუძლებელია — ცემენტი და აგური დღის მანძილზე მზის ენერგიას შთანთქავს, ღამით კი ათავისუფლებს მას. კიდევ უარესი, ქსელში კატასტროფა ხდება და ვეღარც კონდიციონერების ჩართვას ახერხებთ…

M2
M2

თუ ეს მართლა ახდება, მილიონობით ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, სიცხე ჯერ კიდევ ფარულ ბუნებრივ მოვლენად ითვლება ადამიანებისთვის. ისიც მართალია, რომ სტატისტიკურად იმაზე მეტ სიკვდილიანობას იწვევს, ვიდრე სხვა ამინდთან დაკავშირებული მოვლებები. მაგალითისთვის, ამ მიზეზით ამერიკაში ყოველწლიურად 12 000 ადამიანი კვდება, მაგრამ მაინც ვერ ექცევა ისეთ ყურადღების ცენტრში, როგორც წყალდიდობები და ტორნადოები… 

დაბალი შემოსავლის მქონე დასახლებები კი ყველაზე ცუდ დღეშია, იქ შედარებით მაღალია ტემპერატურა და ნაკლები ხეები, რომლებსაც ლანდშაფტის გაგრილება შეეძლება… რაც შეეხება მეტად მდიდარ დასახლებებს აქ საქმე შედარებით უკეთაა, თანაც ამბობენ, რომ ელექტრო ქსელი მოსალოდნელზე უკეთ უძლებს სითბოს ტალღას — სიცხემ, პირიქით, გადახურების თავიდან აცილების მიზნით, შესაძლოა, ელექტროსადგურს ენერგიის გამომუშავება შეამცირებინოს. თუმცა ეს საკითხი ქვეყნების მიხედვით მაინც განსხვავებულ რეალობას გვთავაზობს…

გამოწვევას აქ ენერგიის მიწოდებისა და მასზე მოთხოვნის დაბალანსება წარმოადგენს. ჩართული კონდიციონერების რიცხვი პიკს საღამოობით მიაღწევს, როცა ადამიანები სახლში დაბრუნდებიან. ქსელის კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით კი, ელექტროენერგია სხვადასხვა დროს სხვადასხვა უბანში უნდა გაითიშოს. ეს აუცილებელია, რადგან მხოლოდ კონდიციონერებს კი არა, ჯანდაცვის სფეროსაც ძალიან სჭირდება. წარმოიდგინეთ სამედიცინო დაწესებულებებში ჟანგბადზე მყოფი ადამიანები ან ისინი, ვინც ელექტრო ეტლებს იყენებენ… რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სიცხე ქრონიკულ დაავადებებს აუარესებს, იქნება ეს გულსისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი თუ სუნთქვის უკმარისობა.

ამ მხრივ, საინტერესოა ახალი ორლეანის შემთხვევაც: ქარიშხალი კატრინას დროს სამედიცინო დაწესებულებებში ელექტროენერგია აღარ მიეწოდებოდათ, რადგან სარდაფში არსებული გენერატორები დაიტბორა… თუმცა ამის შემდგომ შექმნეს სისტემა, რომელიც უწყვეტ ენერგიას მიაწვდიდა შენობის მნიშვნელოვან ნაწილებს, სასწრაფო, საოპერაციო თუ ცხელი ხაზის ოთახებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთ დროს პაციენტების მომართვიანობა იზრდება, რაც სხვა სისტემების გამოყენების საჭიროებას აჩენს. 

ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც პანდემიამ გვასწავლა ის არის, რომ კლინიკები მეტად მოქნილი უნდა გავხადოთ. როგორც კოვიდის დროს, ჩვენ უნდა შევაფასოთ ადამიანების მდგომარეობა მანამ, სანამ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში აღმოჩნდებიან. შესაძლოა, ეს სხვა პორტატიული ინფრასტრუქტურის განვითარებასაც გულისხმობდეს, — აცხადებს კრეიგ ზიმრინგი, პროფესორი. 

ექსპერტები გვირჩევენ, რომ ტემპერატურის მატებას მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ, კლიმატის ცვლილების მიზეზებთან გამკლავების პარალელურად კი ახალი რეალობისთვისაც მოვემზადოთ…

სამხრეთკორეელები ერთი ან ორი წლით ახალგაზრდები გახდნენ — ახალი კანონი

AI-სა და ადამიანური გამოცდილების სინთეზი ელფოსტის მარკეტინგში