in

მკვლევრებმა ახსნეს მიზეზები, რაც ტემპერატურის მატებას განაპირობებს

ღრუბლების საფარის ცვლილებამ შესაძლოა ახსნას, თუ რატომ აღემატება გლობალური ტემპერატურა, კლიმატური მოდელების პროგნოზს, ბოლო ორი წლის განმავლობაში.

M2
M2

2023 და 2024 წლებში ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ორივე წელს საშუალო ტემპერატურები ინდუსტრიამდელ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 1.5°C-ით მაღალი იყო. მკვლევრები თვლიან, რომ მიზეზი 2023 წელს დაბალი ღრუბლების საფარის მკვეთრ შემცირებაა. შემცირებულია დედამიწის უნარი აირეკლოს მზის რადიაცია უკან კოსმოსში, რამაც ტემპერატურის მატება გამოიწვია. ამ უნარს ალბედო ჰქვია.

დედამიწის ალბედო 1970-იანი წლებიდან მცირდება, ძირითადად, პოლარული ყინულის დნობის გამო, რაც მზის სხივების კოსმოსში არეკვლას უწყობს ხელს. თუმცა, გერმანიაში ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტის მკვლევარ ჰელგე გოსლინგისა და მისი კოლეგების მიერ თანამგზავრული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ 2023 წელს პლანეტის ალბედომ რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია.

გოსლინგმა და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს ამინდის დაკვირვებებისა და მოდელირების კომბინაცია ამ კლების მიზეზების გასაგებად და აღმოაჩინეს, რომ 2023 წელს დაბალი ღრუბლების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ცვლილება განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ატლანტკიის ოკეანეში, სადაც 2023 წელს ყველაზე უჩვეულო ტემპერატურული ექსტრემუმები დაფიქსირდა.

ამ აღმოჩენებმა შეიძლება ახსნას დამატებითი 0.2°C, რომლის ახსნასაც მეცნიერები ცდილობდნენ, როდესაც შეაჯამეს ფონური კლიმატის ცვლილებისა და 2023 წლის ელ-ნინიოს გავლენა.

კლიმატის მეცნიერებს სურთ გაიგონ ბოლოდროინდელი რეკორდული სითბოს მამოძრავებელი ძალები. ისინი არგუმენტს აყალიბებენ იმის შესახებ, რომ ალბედოს ცვლილებები, კონკრეტულად დაბალ ღრუბლებში, იყო მთავარი კონტრიბუტორი რადიაციული ბალანსის ცვლილებებში – და შესაბამისად, ტემპერატურაში. შემდეგი კითხვაა, თუ რატომ ქრება დაბალი ღრუბლები. ზოგადად, არსებობს სამი ახსნა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს აეროზოლური დაბინძურების გლობალური შემცირებით, რაც ხელს უწყობს ღრუბლების ფორმირებასა და შენარჩუნებას. ასევე, ეს შეიძლება იყოს გლობალური დათბობის შედეგი, რომელიც ცვლის ღრუბლების ქცევას. ან ეს უბრალოდ კლიმატის ბუნებრივი ცვალებადობა შეიძლება აღმოჩნდეს.

ამ სამი ფაქტორიდან რომელია დომინანტური, ამის გაგება გადამწყვეტია, რადგან ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად მგრძნობიარეა დედამიწის კლიმატი სათბურის გაზების დაბინძურების მიმართ. თუ ღრუბლების ნაკლებობა კლიმატის ცვლილების უკუკავშირის შედეგია, მაშინ გავლენა მომავალ წლებში დაჩქარდება, რაც გლობალურ ტემპერატურებს მოსალოდნელზე მაღლა აწევს.

წყარო: newscientist

ნახეთ: პოლარული ციალის წლის საუკეთესო ფოტოები

გრაფიკული დიზაინის 8 ტრენდი 2025 წლისთვის