14
აგვ
2018

პრინტერი, რომლითაც დროებითი სვირინგის გაკეთება შეიძლება

14 აგვ 2018

veon
veon


ტატუს პრინტერის Prinker-ის იდეა ჩინეთში გაჩნდა. ავტორებმა პატარა სტარტაპით დაიწყეს და დღეს, მთელს მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია.

Prinker-ით დროებითი სვირინგი კეთდება. მანქანა, სპეციალური პროგრამით, უკავშირდება „სმარტფონს“. ამიტომ, ორიგინალი შაბლონების გარდა, სხეულზე, ნემსის გარეშე, ნებისმიერი წარწერის ან ნახატის დატანაა შესაძლებელი.

როგორც გამოცემა „ინსაიდერი“ წერს, პრინტერი, ტოქსიკურ მელანის ნაცვლად, კოსმეტიკური საშუალებების ინგრედიენტებს შეიცავს. შესაბამისად, აბსოლუტურად უსაფრთხო და ანტიალერგიულია.

Prinker სხვადასხვა ფერისაა, ხელმისაწვდომია „ონლაინ“ და დაახლოებით, $120 ღირს.

განხილვა