in

„უამრავ ბარიერს შეხვდები და თუ ამ ბარიერს არ გადაახტი, ფინიშთან ვერ მიხვალ“ – თემურ ჭყონია

„როდესაც მიზანი აქვთ დასახული და იციან, რომ ეს მიზანი მართალია, არ უნდა შეეშინდეთ [წინააღმდეგობის]. უამრავ ბარიერს შეხვდები(ან) და თუ ამ ბარიერს არ გადაახტი, ფინიშთან ვერ მიხვალ. წინააღმდეგობებს უნდა გაუძლო(ნ). და კიდევ, მთავარი ცოდნაა . . . ძალიან მინდა, როგორღაც ჩამოვყალიბდე, რომ განათლების სისტემაში რაღაც გავაკეთო. ოღონდ, როგორ გავაკეთო, არ ვიცი. ხანდახან არის სურვილი და [ხანდახან] ის რჩევა სურვილად . . . საფუძველი მაინც არის განათლება. საქართველო შეიძლება არ იყოს ძალიან მდიდარი, მაგრამ შეძლებული ქვეყანა იქნება. [მუდმივად] არსებობს თემა, რომ არ იქნება შიმშილი, არ იქნება უმუშევრობა. რის ხარჯზე? განათლების ხარჯზე, ცოდნის ხარჯზე. ხანდახან განათლებაზე რომ ვსაუბრობთ, ხალხს ჰგონია, რომ უნდა იცოდეს „ვეფხისტყაოსანი“. ეს განათლების ერთ-ერთი ნაწილია, მაგრამ თუ კარგად არ იცი სოფლის მეურნეობა [ესეც განათლებაა], ხარისხიანს ვერაფერს მოიყვან“, – ამ თემაზე თემურ ჭყონიამ „მარკეტერისპოდკასტში ისაუბრა.

ასევე გვიამბო თავისი განვლილი გზისა და სამომავლო გეგმების შესახებ. თუ ჯერ კიდევ არ მოგისმენიათ ახალი ეპიზოდი, გთავაზობთ სრულ ჩანაწერს.

მარკეტერისპოდკასტს წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“. ყველა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ ვებგვერდს podcast.ge.

3 ქცევითი ტრენდი, რომელიც პანდემიის შემდეგ შეიცვლება

ლეგენდარული “აია” დაბრუნდა – “ვიცი მოგენატრე, ერთად გავაგრძელოთ!”