in

თავისუფლების გემო – თემურ ჭყონია

ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, „კოკა-კოლა“, პირველად, 1980 წელს გამოჩნდა. მაშინ, მოსკოვში „ოლიმპიური თამაშები“ ტარდებოდა. საბჭოთა კავშირის ნგრევის დროს, ვინმეს რომ ეკითხა, როგორი გემო აქვს თავისუფლებასო, დაუფიქრებლად ვეტყოდი თავისუფლების გემო „კოკა-კოლის“ გემოს ჰგავს-მეთქი – მითხრა მეგობარმა. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდებოდა, დამოუკიდებლობის და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა „კოკა-კოლა“ აღმოსავლეთ გერმანიაშიც, ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „მარკეტერისპოდკასტის სტუმარი თემურ ჭყონია გახლდათ, კაცი რომელმაც ფურცელზე, ხელით დაწერილი წერილით საქართველოში „კოკა-კოლა“ შემოიყვანა და აღდგენილი დამოუკიდებლობის შემდეგ ერთ-ერთი პირველი თაობის მეწარმეა. გადაცემაში ვსაუბრობთ საქართველოს ბიზნეს ისტორიაზე, თემურ ჭყონიას გზაზე და მის გეგმებზე.

„მარკეტერის“ პოდკასტს წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“

Tender Babies – ანუ რას გვიყვება ლუას და ნიკოს ახალი ალბომი #თაობა

1-ლი ივნისიდან ღია მაღაზიები, ბაზრობები და ღია სივრცის რესტორნები იხსნება